მსოფლიო

მოსწავლე, რომელიც მასწავლებელმა ტუალეტში არ გაუშვა, კომპენსაციად 1,25 მილიონს მიიღებს

სასამართლო პროცესი, რომელიც 5 წელს გრძელდებოდა, 2017 წლის 28 იანვარს დასრულდა.

ხელოვნების გაკვეთილის მიმდინარეობისას, 14 წლის მოსწავლე გოგონამ ტუალეტში გასვლა ითხოვა, თუმცა ხელოვნების მასწავლებელმა მოსწავლის ტუალეტში გაშვების ნაცვლად, დამხმარე სათავსში გაიყვანა, სადაც დაბნეული მოზარდი იძულებული იყო, ვედროში მოეშარდა, რასაც თანაკლასელების დაცინვა მოჰყვა.

საქმე იქამდე მივიდა, რომ მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა. მაშინ მშობლებმა გადაწყვიტეს, მომხდარის გამო სასამართლოსთვის მიემართათ.

მოსამართლეებმა სკოლას, დაზარალებულების მიერ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად დასახელებული თანხის -25 000 დოლარის ნაცვლად, 1 მილიონ 25 ათასი დოლარის გადახდა დააკისრა.

ამასთანავე, სკოლამ უნდა დაფაროს 5 წლის მანძილზე ბავშვის მკურნალობის თანხები, რამაც დაახლოებით, 41 000 დოლარი შეადგინა.

ხელოვნების მასწავლებელს გონია ვოლფს ადმინისტრაციული სახდელი დაეკისრა და სამუდამოდ აეკრძალა ბავშვებთან მუშაობა.

შემთხვევა 2012 წლის თებერვალში, აშშ-ში, სან-დიეგოს პატრიკ ჰენრის სახელობის (patrick henry) სკოლაში მოხდა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close