მოსკოვთან ახლოს, რამენსკის რაიონში ჩამოვარდნილი თვითმფრინავი რუსული მედიის ინფორმაციით საფოსტო ვერტმფრენს შეეჯახა. ფოსტაში ინფორმაციას უარყოფენ და ამტკიცებენ, რომ მათ ვერტმფრენები არ ჰყავთ.

როგორც თვითმხილველები განმარტავენ, სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნამდე მისი ფრთის ქვეშ აფეთქება დაინახეს. “სარატოვის ავიახაზების” კუთვნილი ლაინერის Ан-148-ის ყველა მგზავრი გარდაიცვალა. მათი დიდი ნაწილი ორენბურგის მცხოვრები იყო.

რეისი ნომერი 703 დომოდედოვოდან ორსკში მიფრინავდა. ლაინრი მოსკოვთან ახლოს ცოტა ხნის წინ ჩამოვარდა. მანამდე თვითმფრინავი აფრენიდან რამდენიმე წუთში რადარებიდან გაქრა.

მომხდარს გამოეხმაურა ვლადიმერ პუტინი და სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნის განკარგულება გასცა.

ბორტზე 71 ადამიანი იმყოფებოდა, აქედან 6 ეკიპაჟის წევრი იყო. ლაინერი, რომელიც სარატოვის ავიახაზებს ეკუთვნოდა, მოსკოვიდან ორსკში მიფრინავდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი