გიორგი გუგავა, ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი:

_ როდესაც, ბანკების მოგება ტოტალურად იზრდება, ხოლო ასევე პროპორციულად იზრდება ბანკის უმედო მოვალეთა და გამოსახლებულ იპოთეკართა რაოდენობა. ასევე მცირდება ეკონომიკა, სამუშაო ადგილები და დღითი-დღე უარესდება სოციალური სიტუაცია, ამავე დროს ქვეყანას მართავს მთავარი ბანკირი და მევახშე – ივანიშვილი, ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობის ფინანსური ძარცვა სახელმწიფო პოლიტიკის რანგშია აყვანილი და ქვეყანაში დამყარებულია საბანკო დიქტატურა.

„კომერსანტი.გე“-ს ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, იანვარ–თებერვალში კომერციული ბანკების მოგებამ 142,650 მლნ ლარი შეადგინა, რაც 83,837 მილიონი ლარით, 142,5%–ით მეტია იანვრის მონაცემთან შედარებით. იანვარში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 58, 813 მილიონი ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში, ბანკების შემოსავლებმა 557,781 მილიონი ლარი შეადგინა, ხარჯებმა კი 399,267 მილიონი ლარი.

რაც შეეხება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, 2016 წლის იანვარ–თებერვალში კომერციული ბანკების მოგება იყო 36,211 მილიონი ლარი, რაც თითქმის 4–ჯერ ნაკლებია 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ეროვნული ბანკის სტატისტიკური მონაცემებით, ამავე პერიოდში ბანკების ხარჯებმა 399 267 ლარი, შემოსავლებმა კი 557 781 ლარი შეადგინა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი