საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია ვარაუდობს, რომ მეორე ტურის საარჩევნო კამპანიას სათავეში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ჩაუდგება. როგორც ჟურნალისტებს ქანთარიამ განუცხადა, ცვლილებები აუცილებლად უნდა განხორციელდეს, რადგან საპრეზიდენტო არჩევნებში მსგავსი შედეგები მოულოდნელი იყო და ყველა ნაწყენია.

„შედეგები ცივი შხაპივით არის. მთავარი კითხვაა, როგორ მოვახერხეთ, რომ ექვსი წლის თავზე, ალტერნატივა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატია. ამის მიზეზები ხელის გულზე დევს.

ალბათ, საარჩევნო კამპანიას ბიძინა ივანიშვილი გაუძღვება და ვის რას დაავალებენ, გამოჩნდება. მოსახლეობის მობილიზაცია უნდა მოხდეს, რომ პერსპექტივა და ხიფათი არ დავუშვათ, რაც ქვეყანას ელოდება, თუკი სააკაშვილის ნაცვალი გაპრეზიდენტდება”, – განაცხადა ქანთარიამ.

წყარო: resonancedaily.com

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი