Home ახალი დამატებული „მოსახლეობისთვის გაზის ტარიფი მკვეთრად გაიზრდება“

„მოსახლეობისთვის გაზის ტარიფი მკვეთრად გაიზრდება“

20 second read
0
53

ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური მდივნის – გიორგი გუგავას განცხადებით, „გაზპრომსა” და საქართველოს ხელისუფლებას შორის დადებულმა საიდუმლო, მოღალატეობრივმა ხელშეკრულებამ უკვე გამოიღო ანტისოციალური შედეგები.

„მარეგულირებელ კომისიაში შეტანილია განაცხადი და მომზადებულია დადგენილების პროექტი, რომლის შესაბამისადაც, მოსახლეობისათვის მკვეთრად გაიზრდება გაზის ტარიფი. სწორედ ამიტომ ოყო წინააღმდეგი ლეიბორისტული პარტია ამ ხელშეკრულების გაფორმებისა.

ერთის მხრივ, ამით მოგებას ნახავს „გაზპრომის” მეწილე ივანიშვილი და ენერგომაფიოზი კალაძე, ხოლო მოსახლეობისათვის კიდევ უფრო დამძიმდება ისედაც კატასტროფული სოციალური მდგომარეობა. ვინაიდან ამ ანტისახელმწიფოებრივ და ანტისახალხო ხელშეკრულების დადების ბრალეულობა ეკისრება ივანიშვილ-კალაძეს, კეთილი ინებონ და თავიაანთი მილიარდიანი ფონდებიდან დაფარონ გაზის გაძვირებული საფასური, რათა დამატებითი ხარჯები არ დააწვეს მძიმე ტვირთად ისედაც მათგან გაძარცვულ მოსახლეობას.”

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Load More Related Articles
Load More By euronews.ge
Load More In ახალი დამატებული

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *