Home ახალი დამატებული მოსამართლე ნაზღაიძის ძმა სტიქიით დაზარალებულთა სიაში არ არის!

მოსამართლე ნაზღაიძის ძმა სტიქიით დაზარალებულთა სიაში არ არის!

22 second read
0
42

„სვანიძის ქუჩის დაზარალებულთა კომიტეტი“ განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმა 2015 წლის 13-14 ივნისის სტიქიით დაზარალებულთა სიაში არასოდეს ყოფილა.

„თბილისის საკრებულოს 2016 წლის 23 დეკემბრის დადგენილებით ირკვევა, რომ „რუსთავი 2“-ს საქმის განმხილველი მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმას თბილისის მერიამ, დედაქალაქის ცენტრში 515 ათას ლარად შეფასებულ 5000 კვადრატული მეტრი მიწა გადაუფორმა. 129 ათასი ლარი მერიამ ნაზღაიძეს ბანკში კრედიტის დასაფარად მისცა, კიდევ 43 ათასი დოლარი საბანკო ვალდებულების გასასტუმრებლად, დამატებით 220 ათას ლარს კი ბანკში იმ ანგარიშზე ჩაურიცხავს, რომელსაც მოსამართლის ძმა ზვიად ნაზღაიძე დაასახელებს. საბოლოო ჯამში, თბილისის მერიამ ზვიად ნაზღაიძეს სახელმწიფოს კუთვნილი 1 მილიონ ლარამდე ქონება გადასცა.

თბილისის მერიაში ირწმუნებიან, რომ ნატა ნაზღაიძის ძმა 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულია. მილიონი ლარის ბიუჯეტიდან გადახდასთან დაკავშირებით კომენტარი თბილისის მერმა გააკეთა და თქვა, რომ  ყველაფერი კანონმდებლობის წესებისა და პროცედურების სრული დაცვით განხორციელდა. თუმცა თბილისის მერიაში ავიწყდებათ, რომ არსებობს სტიქიით დაზარალებული ოჯახებისა და მათი წევრების სრული სიები, რომელიც თავად მათ მიერაა შედგენილი. იმ სიებში, რომელიც „სვანიძის ქუჩის დაზარალებულთა კომიტეტმა“ რამდენჯერმე მოიპოვა, რადგან სრულყოფის მიზნით ის რამდენჯერმე შეიცვალა, არსადაა ნახსენები გვარი ნაზღაიძე. პრესაში გასაჯაროვებული დოკუმენტების მიხედვით კი ირკვევა, რომ ზვიად ნაზღაიძეს 2015 წელს, სტიქიამდე „საქართველოს ბანკისგან“ გამოსყიდვის უფლება ჩამოერთვა. თბილისის მერიამ კი ეს დოკუმენტი შეგნებულად დამალა.

ნაზღაიძეების ოჯახი მილიონს იღებს დედაქალაქის ბიუჯეტიდან და ეს მაშინ, როცა არსებობენ ოჯახები, რომლებსაც 13-14 ივნისს მომხდარმა სტიქიამ საცხოვრებელი სახლები დაუნგრია და ისინი დღემდე ქირით ცხოვრობენ. სვანიძის ქუჩაზე 7 ოჯახია დარჩენილი უსახლკაროდ, წყნეთის ქუჩაზე კი – 5. მერია სხვადასხვა ბიუროკრატიული მიზეზით, მათ უარს ეუბნება კომპენსაციის გაცემაზე.

„ევროპულმა საქართველომ“ მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონი ლარის მიღების თაობაზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა. იმედია, სიმართლე მალე გაირკვევა“, – ნათქვამია განცხადებაში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Load More Related Articles
Load More By euronews.ge
Load More In ახალი დამატებული

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *