SHARE

_ აი, თურმე რაში ყოფილა საქმე! მეც არ გამიკვირდა, პრემიერს ახლა რატომ გაახსენდა არაბულ–თურქული ბარები-მეთქი? ეს არის ხელისუფლების მორიგი ანტიეროვნული და ანტისახელმწიფოებრივი ქმედების გადაფარვის მცდელობა! ხელისუფლებამ გადაწყვიტა, შეცვალოს ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს გაფორმებული ხელშეკრულება, რის მიხედვითაც რუსეთიდან სომხეთში გაზის ტრანზიტისთვის 10%-ს ვიღებდით! ახალი ხელშეკრულების მიხედვით, ჩვენ ტრანზიტისთვის მხოლოდ თანხას გადაგვიხდიან. ეს არის მორიგი ღალატი და ეს ხელისუფლებაც ისევე უნდა წაშავდეს, როგორც მისი წინამორბედი!
P. S. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. თურმე იმ თანხით, რასაც გაზპრომი ტრანზიტისთვის გადაგვიხდის, ისევ გაზი უნდა ვიყიდოთ და ისევ რუსეთიდან!!! _ აცხადებს “საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI“-ის დირექტორი- ზვიად ტომარაძე.

loading...

LEAVE A REPLY