Home ახალი დამატებული მოლდოვას ადვოკატთა ასოციაცია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის გამოცდილებას პრაქტიკაში ნერგავს

მოლდოვას ადვოკატთა ასოციაცია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის გამოცდილებას პრაქტიკაში ნერგავს

20 second read
0
47

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ინსტიტუციური განვითარების მოდელმა, რომელიც არაერთხელ იყო აღიარებული პოსტსაბჭოთა სივრცეში და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, როგორც ერთერთი წარმატებული და ეფექტიანი, კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა მოლდოვაში.

მოლდოვას ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინა ლოზანის სამადლობელო წერილში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისადმი ნათქვამია: ,,მოლდოვის ადვოკატთა ასოციაციის სახელით გვსურს მადლობა გადავუხადოთ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას მოლდოვას ადვოკატთა ასოციაციის ინსტიტუციური განვითარების მხარდაჭერისათვის, მადლობა გადავუხადოთ თქვენს ორგანიზაციას და ბატონ ირაკლი ყანდაშვილს პირადად მისი უშუალო ჩართულობისათვის 2016 წლის 1 ოქტომბერ-ნოემბერში ორგანიზებულ სემინარში, რომელიც ეძღვნებოდა თემას: მოლდოვას ადვოკატთა ასოციაციის ინსტიტუციური განვითარება, განგრძობადი იურიდიული განათლების სტანდარტები და სტრუქტურა, მსურს ხაზგასმით ავღნიშნო, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის გამოცდილების გაზიარებამ განგრძობადი იურიდიული განათლების რეგულაციების, კუთხით და პროფესიაში შემოსვლის ქართული მოდელი (არსებული და სამომავლო გეგმები), განსაკუთრებით კი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საკვალიფიკაციო გამოცდების ამჟამინდელი ელექტრონული სისტემა მეტად ღირებულია მოლდოვას ადვოკატთა ასოციაციის სამომავლო განვითარების თვალსაზრისით“. საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია აქტიურად გააგრძელებს საკუთარი გამოცდილების საერთაშორისო დონეზე გაზიარებას და მაღალი პროფესიული სტანდარტის ქვეყანაში დანერგვას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Load More Related Articles
Load More By euronews.ge
Load More In ახალი დამატებული

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *