ამირან გამყრელიძემ საქართველოში შემოსული ვაქცინის ხარისხთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ ყველა ვაქცინა, რომელიც ქვეყანაში შემოდის, მაღალი ხარისხის არის და უსაფრთხოა.

“იმუნიზაცია გახლავთ ყველაზე ეფექტური საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ინტერვენცია, რომელიც კაცობრიობას მედიცინაში მოუგონია. ის ყოველთვის არის პირველ სამეულში სხვადასხვა რანგირებით, სამედიცინო გამოგონებასთან მიმართებაში. იმუნიზაციამ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა და მილიონობით ბავშვის ჯანმრთელობას იცავს. მოგეხსენებათ, უკვე 40 წელია აღმოიფხვრა და კაცობრიობას აღარ აწუხებს ყვავილი. ახლა რიგში დგას პოლიომიელიტი, რომელიც 80-იან წლებში დაახლოებით 400 000-მდე ადამიანს უნარშეზღუდულს ხდიდა, იყო სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი. ამის შემდეგ მოდის წითელა.

ახლა დაიწყო პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რომელიც ყველაზე ეფექტური საშუალებაა საშვილოსნოს ყელის კიბოს წინააღმდეგ.

მოვუწოდებ ყველას, ჩაიტარონ აცრა, რადგან ყოველწლიურად საშვილოსნოს ყელის კიბოთი 200 ქალბატონი იღუპება“, -განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში 23-დან 29 აპრილამდე ევროპის იმუნიზაციის კვირეული გაიხსნა. კვირეულის მიზანია, ვაქცინაციის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი