,,საპრეზიდენტო არჩევნები არალეგიტიმური და უკანონოა. ადგილი ჰქონდა მასობრივ გაყალბებას და ამომრჩევლის არნახულ მოსყიდვას. არჩევნების შედეგები შეგვიძლია მივულოცოთ ვლადიმერ პუტინს, რომელმაც განახორციელა ეს სპეცოპერაცია ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით. შედეგად სახელმწიფო სათავეში მოვიდა რუსეთის დაზვერვის ოფიცერი, რომელიც დაშლის საქართველოს სამ ნაწილად, ოლიგარქის ბატონობას გადააქცევს მუდმივობად, ხოლოდ სიღატაკეს განუკურნებელ დაავადებად.
ამ ფონზე დაუშვებელი უმოქმედობა გამოიჩინა პრეზიდენტს ტრამპის ადმინისტრაციამ, იმ დონეზე, რომ ელჩიც კი არ დანიშნა საქართველოში.
აი, რა შედეგი მოიტანა საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევისას დაშვებულმა შეცდომამ, როცა გაერთიანებულმა ოპოზციამ მე არ დამიჭირა მხარი და ქვეყანა ოლიგარქს დაუტოვეს საჯიჯგნად. ჩემი არჩევა 24 საათში დამთავრებდა ოლიგარქიულ-კრიმინალურ რეჟიმს.
სამწუხაროდ, დღეს კვლავ ფილარმონებში შეკრება და აკადემიურ გარემოში მსჯელობა საქმეს ვერ უშველის. 900 ათასი ხმის ამღებებები ახლა ქუჩაში უნდა იწვნენ. მხოლოდ ამ გზით მიიღწევა შედეგი. ყველა სხვა არის მინიმუმ, დროის გაყვანის მცდელობა და და საზოგადოებამ ეს არაერთხელ ნახა იპოდრომიდან დაწყებულ,ი კარვებით დამთავრებული. ამიტომ, ან მოქმედება, როგორც ილია ამბობდა, ან ის ჭაობი სადაც ვზივართ.
გამოსავალი ძალია მკონკრეტულია: ორ თვეში ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნები, როგორც კონსტიტუციითაა გათვალისწინებული, 2019 ში ხელახალი ვადამდელი არჩევნები, მასობრივი საპროტესტო აქციები და ივანიშვილის საბანკო მილიარდების გაყინვა უცხოეთის ბანკებში.
მხოლოდ რადიკალური გზა, საპროტესტო მოძრაობა გადაარჩენს საქართველოს იმ უბედურებისგან, სადაც კიდევ ერთხელ შეგვაყოფინეს თავი“ – შალვა ნათელაშვილი.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი