ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარის, შალვა ნათელაშვილის განცხადება:

_ მიტაცებული ძალაუფლების გამოყენებით ოლიგარქმა ივანიშვილმა გააქტიურა საქართველოს რუსეთზე მიყიდვის შეთანმხმებული დამაგვირგვინებელი ეტაპი. გუშინ, სოხუმში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ოფიციალურად გახსნა საელჩოს გრანდიოზული შენობა. მანამდე, საქართველო მოსკოვისათვის უპრობლემოდ გადაიღობა, გაივსო ოკუპანტთა სამხედრო ბაზებით. გაერთიანდა სეპარატისტთა შეიარაღებული ძალები, სპეცსამსხურები, საბაჟოები რუსეთის შესაბამისს სტრუქტურებთან. იძირკვება ისტორიული, ქართული ტოპონიმები. თუ ასე გაგრძელდა მოღალატეობრივი პოლიტიკა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონი სამუდამოდ დაგვეკარგება.

მძიმეა ამის თქმა, მაგრამ ართქმაც დანაშაულია! საჭიროა, სასწრაფო გადამჭრელი ზომების მიღება ყველა მიმართულებით. მოვუწოდებ პარლამენტს სასწრაფოდ შეიკრიბონ და სოხუმი კონსტიტუციურად გამოაცხადონ ერთიანი საქართველოს დედაქალაქად! ამის პრეცედენტია იერუსალიმი, რომელიც სრულ დაბრუნებამდე მრავალი წელი მხოლოდ დე-იურე იწოდებოდა ისარელის დედაქალაქად და ეს პროცესი დე-ფაქტო ებრაელი ხალხის გამარჯვებით დასრულდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი