ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე – ზაზა ხატიაშვილი ავრცელებს განცხადებას ადვოკატ ემზარ პაქსაძის დევნასთან დაკავშირებით:

„ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე  გაოგნებული ვარ პროკურატურის უმოქმედობით,  ადვოკატ ემზარ პაქსაძის მიმართ განხორციელებული ძალადობის  გამო. ადვოკატმა ემზარ პაქსაძემ მიმართა მთავარ პროკურატურას და წარუდგინა მტიკიცებულებები გარკვეული პირების მხრიდან, სავარაუდო დანაშაულის ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით. მან მოქალაქე ამხილა მტკიცებულებათა ფალსიფიკაციაში. ისინი სამართალდამცავებმა რამდენიმე საქმეზე გამოიყვანეს მოწმედ. ამ ხელხს, სამწუხაროდ ხშირად მიმართავენ ხოლმე სამართალდამცავი ორგანოები ე.წ „შეკერილი“ ბრალის დამტკიცების მიზნით.

სამართლებრივ სახელმწიფოში, ნებისმიერი პროკურატურა უმოკლეს ვადაში ეფექტურ გამოძიებას  ჩაატარებდა  აგენტ -პროვოკატორების  გამოვლენის და დასჯის მიზინით, მაგამ პროკურატურის, სავარაუდო  დანაშაულებრივი უმოქმედობით  გათავხედებულმა ერთ-ერთმა  სავარაუდო  დამნაშავემ, კერძოდ მურად (მამუკა) ცინცაძემ, ადვოკატ ემზარ პაქსაძის მიმართ განახორციელა მუქარა, რაც დაკავშირებულია ემზარ პაქსაძის საადვოკატო უფლებამოსილებასთან და წარმოადგენს ადვოკატის საქმიანობაში ხელის შეშლას.

ადვოკატ ემზარ პაქსაძის ოჯახს უსაფრთხოება შეიძლება საფრთხის ქვეშ დადგეს. სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას იგი და იზრუნოს საკუთარ მოქალაქეზე. მოვითხოვ, დაუყოვნებლივ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა მურად (მამუკა) ცინცაძის მიმართ, ადვოკატ  ემზარ პაქსაძის  საადვოკატო საქმიანობაში ხელის შეშლის გამო. ასევე მოვითხოვ, სახელმწიფომ უზრუველყოს ადვოკატ ემზარ პაქსაძის ოჯახის უსაფრთხოება“.

 

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი