„სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა უფლებათა დაცვის კომიტეტის” წარმომადგენელი, მამისა ჯაფარაშვილი აპირებს “თიბისი” ბანკთან აქციის ჩატარებას და საზოგადოებას გაერთიანებას სთხოვს:

“13 ში დაბადების დღე მაქვს, გადავწყვიტე მივადგე ხაზარაძეს მარჯანიშვილზე, “თიბისი” ბანკის ოფისთან. ჩემი წილი მან შეჭამა, როგორც დანარჩენი საქართველოს მოსახლეობის. ვინც ჩემ აზრს იზიარებთ, გელოდებით 13-ში, თიბისი ბანკის ცენტრალურ ოფისთან 1 საათიდან და გადაჭრით მოვითხოვოთ საბანკო ტერორის შეწყვეტა საქართველოში და შეჭმულის უკან დაბრუნება.
ვინ დადგება ჩემს გვერდით 13-ში, თიბისი ბანკის ცენტრალურ ოფისთან?
ჩვენი პატრონი არავინ არ არის, იცოდეთ! თუ ჩვენ არ მივხედეთ საკუთარ თავს, ხომ ხედავთ ეროვნული ბანკიც ხაზარაძეების და კიკორიების დამცველია, მაგათ ეხმარება მოსახლეობიდან ფულის ამოქაჩვაში. მოდი ერთხელ გავიგიჟოთ თავი….”

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი