„ხალხის პარტიას“ და „პროგრესულ დემოკრატების“ გაერთიანებას კიდევ ერთი კოალიცია შეურთდა. კოალიცია „ერთსულოვნების” ლიდერის მიხეილ ანდღულაძის განცხადებით, „ხალხის პარტიისა“ და „პროგრესულ დემოკრატების“ ლიდერების ამ გადაწყვეტილებას მიესალმება და კოალიცია „ერთსულოვნების“ წევრებთან ერთად პოლიტიკურ გაერთიანებას უერთდება. „კოალიცია „ერთსულოვნება“ მზადყოფნას აცხადებს „ხალხის პარტიასთან“ და „პროგრესულ დემოკრატებთან“ გაერთიანდეს. ალექსანდრე კობაიძისა და ლაშა სტურუას ინიციატივა, რომელიც მათ საზოგადოებას და პოლიტიკურ პარტიებს წარმოუდგინეს უმნიშვნელოვანესია. სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული ინიციატივა ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სტრატეგიულია. მთელი ჩვენი აკადემიური პოტენციალით და ადამიანური რესურსებით მზად ვართ, მხარში ამოვუდგეთ ამ პარტიების ინიციატივას და ხელი შევუწყოთ ჩვენი ქვეყნის წინსვლას.

მზად ვარ, პარტიებთან ერთად დავიწყო საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაერთიანების სივრცის მოწყობა. ასევე, გვაქვს სურვილი, რომ სხვა პოლიტიკური პოზიციები მოვაქციოთ იმ კალაპოტში, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარებას ჭირდება და გამოადგება. პირადად მე, მიხეილ ანდღილაძე აღფრთოვანმებული ვარ ამ ინიციატივით, რომ ასეთმა სუფთა წარსულის მქონდე პარტიებმა დათმეს თავიანთი ამბიციები, თავიანთი პრინციპები, ინდივიდუალური პოზიციები და ქვეყნის წინსვლისთვის, უკეთესი მომავლისთვის საერთო საქმის საკეთებლად გამოვიდნენ, რაც ძალიან სასიამოვნო, სამაგალითო და ჩვენი მხრიდან მისასალმებელია,“- განაცხადა კოალიცია „ერთსულოვნების“ ლიდერმა მიხეილ ანდღულაძემ.

 აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება „ხალხის პარტიის“ თავმჯდომარემ, ალექსანდრე კობაიძემაც გააკეთა. მან განაცხადა, რომ მიესალმება კოალიცია „ერთუსლოვნების“ გადაწყვეტილებას.

„ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია კოალიცია „ერთსულოვნების“ ჩვენთან გაერთიანების ინიციატივა. „პროგრესულ დემოკრატების“ ლიდერთან ერთად წინა კვირას მოუწოდეთ პარტიებს და ორგანიზაციებს გაერთიანებისკენ, რასაც ფუჭად არ ჩაუვლია. დღეს, უკვე სამნი ვართ, ხვალ, კიდევ უფრო მეტნი ვიქნებით და იმედი მაქვს, ჩვენი ეს ინიციატივა ფრთებს გამოისხამს, საზოგადოებრივ მოძრაობებთან და პოლიტიკურ პარტიებთან ერთად გავძლიერდებით და ამ გაერთიანების საფუძველზე ხელისუფლებას არაკონკურენტუნარიან გარემოში არ ვამყოფებთ. ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას, არჩევნებში მონაწილეობის მიღებას და ბარიერის გადალახვას, რისთვისაც ერთიანი ძალები, ბრძოლა და ხალხის თანადგომაა საჭირო.

მოგიწოდებთ ყველას, ხელისუფლებას ნუ მივცემთ უფლებას, ავტოკრატიული სახელმწიფო ჩამოაყალიბოს. ისინი ერთპარტიული სისტემის მომხრენი არიან, რადგან სკამების დათმობა არ სურთ, თუმცა ჩვენ გპირდებით, რომ დავათმობინებთ სკამებს, ვიქნებით შეუპოვარნი, ხალხის ინტერესების გამტარებელნი და ქვეყნისთვის მებრძოლნი,“- განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.

კოალიცია „ერთსულოვნების” ლიდერის, მიხეილ ანდღულაძის განცხადებას „პროგრესულ დემოკრატების“ ლიდერი, ლაშა სტურუაც მიესალმება. მისი თქმით, დღეს, საქართველოში იბლოკებიან განათლებული ადამიანები, იბლოკებიან ისეთი ადამიანები, როგორებიც არიან კოალიცია „ერთსულოვნებაში“ – მეცნიერები, პროფესორები და ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პიროვნებები. „ხალხის პარტიამ“ და „პროგრესულ დემოკრატებმა“ მიხეილ ანდღულაძის კოალიციის შემოერთებით დიდი ინტელექტუალური გუნდი შეიძინეს. მივესალმები მათ ამ ნაბიჯს და სიამოვნებით ვითანამშრომლებს მათთან. რაც შეეხება საზოგადოებას, მოგიწოდებთ, გავერთიანდეთ და კარგი გაგებით გამოვიყენოთ ამ ადამიანების უდიდესი გამოცდილება – განათლება და ის რესურსი, რაც მათ ქვეყნის წინსვლისთვის გააჩნიათ,“- განაცხადა ლაშა სტურუამ.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი