შეიარაღებული ძალების თადარიგის ოფიცერი, სამხედრო ბლოგერი, სამხედრო უფლებადამცველი – დავით ნემსაძე განცხადებას აქვეყნებს: 

„პედერასტების (ძველი ბერძნულიდან ითარგმნება როგორც ჭაბუკთმოყვარეობა) თმიდან ბეწვიც რომ ჩამოაგდოს ვინმემ, სახალხო დამცველის აპარატი საერთაშორისო სკანდალს ატეხავს. თავდაცვის სამინისტროდან ისე გაყარეს ვეტერანები, ისე გადაუარეს თავზე ,,ტანკით“, არც სამხედრო ომბუდსმენს, თამარ გაბიანს და არც სხვას წარბი არ შეტოკებიათ. სახალხო დამცველის აპარატში არის ასეთი ფიქტიური სამსახური, რომელსაც სამხედრო ომბუდსმენია აპარატი ჰქვია. ამ ფიქტიურ სამსახურს კი ხელმძღვანელობს სრულიად არაკომპეტენტური პერსონა, თამარ გაბიანი. ვერ მოძებნით ერთ სამხედრო მოსამსახურესაც კი, ვისთვისაც სამხედრო ომბუდსმენს, თამარ გაბიანს, მისი უფლებების დასაცავად რაიმე გაეკეთებია, ვერ მოძებნით ვერცერთ შემთვხვევას, როდესაც თამარ გაბიანს, როგორც სამხედრო ომბუდსმენს გამოუყენებია სახალხო დამცველის ტრიბუნა ჯარისკაცთა უფლებების დასაცავად.

რადგან ასეა, რაში გვჭირდება ასეთი ფიქტიური პერსონა? იმისთვის, რომ თავი მოვიტყუოთ თუ ფსევდოდემოკრატიის ფასადი შევქმნათ? ალბად იმიტომ, რომ დასავლელი პარტნიორების თვალში გამოვჩნდეთ, თუ როგორი ,,ევროპელები“ ვართ.

უცხოეთიდან მაგალითების კოპირება რომ უყვარს სახალხო დამცველს და მის სამსახურს, ხშირად რომ ციტირებთ ამათუ იმ ფრაზებს, მაჩვენოს,  რომელიმე ქვეყნის გამოცდილებაა ის, რომ  ჯარისკაცთა უფლებების დაცვას, სახელმწიფო დონეზე ისეთი ვინმეს აბარებენ, ვისაც წარმოდგენა არ აქვს შეიარაღებული ძალების არსზე და ზოგადად, მის სპეციფიკაზე? ლეგიტიმური კითხვა მაქვს:  რატომ მაინცდამაინც  თამარ გაბიანი? რა დამსახურება და ცოდნა აქვს მას შეიარაღებულ ძალებთან მიმართებაში ისეთი, რომ საიდუმლო დაშვება მიეცით და სამხედრო ომბუდსმენის პოსტი ჩააბარეთ? მოქმედი თუ თადარიგის სამხედრო პირები, ვისაც თამარ გაბიანთან შეხება ჰქონია, გაოცებას ვერ მალავენ მისი ზედაპირული დამოკიდებულებების გამო. გაბიანს არ აწუხებს არცერთი სამხედრო მოსამსახურის ბედი სამართლებრივი უფლება და მორალური მდგომარეობა. ამის თქმის უფლებას მაძლევს ჩემს მიმართ მომართული მოქალაქეთა განცხადებები, სადაც გაბიანზეა საუბარი( და მე მათ აუცილებდად გავასაჯაროვებ). დარწმუნებით  შემიძლია ვთქვა, რომ რამოდენიმე საკითხს სამოქალაქო რეზონანსი რომ არ ჰქონოდა, გაბიანი ფეხს არ გამოადგამდა ვაკის ოფისიდან. ამ დეტალებზე მე ვრცლად ვისაუბრებ სხვა დროს და სხვადასხვა სივრცეში.

გაბიანმა საერთოდ არ იცის, სად მდებარეობს სამხედრო ბაზების დისლოკაციის ადგილები, არ ერკვევა ჯარისკაცთა ცემა-დამცირების საკითხებში. სამაგიეროდ, მთელი მისი პოტენციალით ემსახურება თავდაცვის სამინისტროს პოზიციის გამართლებას, რაც მისი უმოქმედობითაა გამოვლინებული. ერთ ერთ ოფიცერს 2008 წელს სააკაშვილის რეჟიმმა უსამართლოდ დაიჭირა, ერაყიდან ჩამოტანილი პირადი თანხით შეძენილი ქონება სამხედრო პოლიციამ დანაშაულებრივად წაართვა და მიითვისა. გაბიანს ეს საქმე ეწერა და იცით რა ქნა, ეს ოფიცერი ლილოში მდებარე სასამართლო არქივში გაგზავნა (სადაც მხოლოდ იურიდიული დოკუმენტაცია ინახება) – ,,იქ დაგიბრუნებენ ჩამორთმეულ ქონებასო“. ამ დაწესებულებაში კი, გაბიანის სიტყვები სასაცილოდ არ ეყოთ.

ესაა მისი ,,ბრძოლა“ და თავგამოდება, ვერ ნახავთ ვერცერთ შემთხვევას რომ მისი ინიციატივით დაწყებულიყო ალტერნატიული მოკვლევაზე  დამდგარიყო რეალური შედეგი . სამაგიეროდ, ის იღებს რამოდენიმე ნულიან ხელფასს და დაბრძანდება უცხოურ მივლინებებში. აი, ამ საკითხში უდაოდ აქვს კომპეტენცია.

ნუთუ, სამოქალაქო საზოგადოებას ამ ქალბატონზე მეტი კომპეტენტური არავინ არ ჰყავს? ნუთუ, ჩვენი თადარიგის სამხედროები მათი გამოცდილება, ცოდნა და პროფესიონალიზმი არ იმსახურებს სამხედრო ობუდსმენის პოსტს? ვინ არის ეს გაბიანი, სად მონახეთ? საიდან მოიყვანეთ? მე არ ვიცი რა გამოცდილება ჰქონდა ამ ქალბატონს სასჯელაღსრულების მიმართულებით, მაგრამ არმიის კუთხით უდავოდ არის სარკომული წარმონაქმნი და ნათელია კიდევ ის, რომ ჯარი ვიღაცას ციხეში კიდევ ერთხელ აერია.

უამრავი კადრის ოფიცერი დაითხოვეს არმიიდან, შრომის სამართალ- კოდექსი ფეხქვეშ გაიგდეს, ეს პერსონა კი წყნარად ზის და გასაცოდავებული ხალხის მიერ სისხლად გაღებულ ფულს ხელფასის სახით წურბელასავით ჭამს. ამდენი ხნის მანძილზე ვაქვეყნებ პუბლიკაციებს ქართველ მფრინავზემ სოსო ოსორაურზე,  რომელიც კონგოში ტყვედ არის ჩავარდნილი. თუნდაც სპეცდანიშნულების სერჟანტის, გივი მელაძის შემთხვევა, რომელიც სამსახურეობრივი მივლინების დროს გარდაიცვალა და თავდაცვის სამინისტრომ კანონით დადგენილი ერთჯერადი დახმარება არ მისცა მის მარტოხელა, შაოსან დედას, მზია მელაძეს. ვწერდი პოლკოვნიკი – მამუკა ლომოურის უმოტივაციო დათხოვნის შესახებ, რომელიც სამთო ტაქტიკის ერთადერთი მცოდნეა და 12 სახელმძღვანელოს ავტორი და არამხოლოდ მათზე ვწერდი.

ვწერდი გენერალური ინსპექციის უფროსის – ალექსანდრე ბაძაღუას მიერ სახელმწიფო მანქანების დაზიანებასა და არაკანონიერ რემონტზე, რომელიც ქვეყნის ბიუჯეტს ათიათასები დაუჯდა და ეს იმასთან შედარებით, რაზეც ხშირათ ვსაუბრობ, ზღვაში წვეთია. არცერთ მათგანზე, მე, გაბიანის რეაქცია არ მინახავს.

მოაშორეთ ეს არაკომპეტენტური ქალბატონი სამხედრო ობუდსმენის პოსტიდან, თორემ საპროტესტო ფორმების რადიკალურ სახეს ვერ აცდებით.

P.S. აშკარაა რომ კომპეტენტური ხალხის შიში გაქვთ, მათ ხომ ვერც სიჩუმეს მოსთხოვთ და ვერც სისულელეს ასაუბრებთ“.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი