რეალურად ვინ არის მმართველი პოლიტიკური ძალის რჩეული პრეზიდენტად?

ნებისმიერი არჩევნები საზოგადოების მომავალზე, უდიდეს როლს თამაშობს. ამ აქტივობის როგორც შედეგები, ასევე შედეგებამდელი პოლიტიკური მანიპულაციები  პირდაპირპოპორციულია ქვეყნის მომავლისა. არა აქვს მნიშვნელობა რა კატეგორიის არჩევანია, თუნდაც ძალიან ნომინალური თანამდებობის პირის არჩევანი იყოს.

ჩვენთან, წინაპრეზიდენტოდ – 46 მსურველი გვყავს. აქედან მხოლოდ სამია ისეთი, რომელებმაც შეიძლება, გარკვეული ზეგავლენა იქონიონ ქართულ საზოგადოებაზე მისი როგორც შედეგით, ასევე შედეგამდელი გარემოებებით. ეს სამეულია:  წინახელისფლების დროინდელი საგარეო საქმეთა მინისტრები გრიგოლ ვაშაძე,  დავით ბაქრაძე და სალომე ზურაბიშვილი.

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატად სალომე ზურაბიშვილის წარმოჩენა და მისი მხარდაჭერა მმართველი პოლიტიკური ძალის მიერ, ამომრჩევლებისადმი  არა მარტო თვალებში ნაცრის შეყრა, ამავდროულად, უფრო შორს მიმავალი პოლიტიკური განზრახულობის მატარებელია, რომელსაც სულ სხვა შედეგის დადგომა აქვს განზრახული და არა მისთვის საპრეზიდენტო ინაუგურაციის მოწყობა.

უკვე სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ ეს ქალბატონი რუსული სპეცსამსახურების კუთვნილებას წარმოადგენს.

პირველი მისი გამოჩენა ამ რანგში, გასული საუკუნის 90-იანებში კანონერად არჩეული ხელისუფლების დამხობის რუსული სპეცსამსახურის გეგმისადმი მხარდაჭერა იყო.

ძალიან შორს მიმავალი გეგმის ნაწილი ყოფილა ამ წარსულის ქალბატონის რადიკალური დასავლური ორიენტაციის  პოლიტიურ ძალაში (სააკაშვილის ხელისუფლება) საგარეო საქმეთა მინისტრად წარმოჩენა. ამ უკანასკნელ მოსაზრებას მაფიქრებინებს რუსული ბაზების გატანის საკითხზე მისი ვოიაჟი და თანჩაღუნული ლავროვი (სავარაუდოდ, ასეთი გზით მოახერხა რუსეთმა  დისლოცირებული რუსული ბაზებზე დასაქმებული სამხედროების და მათი ოჯახის წევრების გაყვანა იმ ქვეყნიდან, სადაც იგი რამდენიმე წელიწადში აპირებდა ახალ ომს).

რუსული სპეცსამსახურების პირდაპირი, ღია მიზანი აფხაზეთის აღიარებაა. ქვეყნის პრეზიდენტობის მსურველი კანდიდატი აშკარად ახმოვანებს ამ გეგმას და აფხაზეთს მეზობელ სუბიექტად მოიხსენიებს (ნურავინ მეტყვის სხვა კონტექსტში იგულისხმა, ჯერ ფრანგულად იაზროვნა და შემდეგ თარგმნა ქართულადო).

რუსული პოლიტიკისათვის არაჩვეულებრივი არგუმენტია ქვეყნის პრეზიდენტად ისეთი პირის არჩევა, რომელიც სააკაშვილს დააბრალებს აგვისტოს ომის გაჩაღებას. სააკაშვილს ყველაფერი შეიძლება დააბრალო, მხოლოდ არა ომის გაჩაღება – 2008 წლის აგვისტოში მისი ქმედება იყო ამომრჩევლის დავალების შესრულება. როგორც ქვეყნის პირველმა პირმა და მთავარსარდალმა დაიწყო ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის რეალური ქმედებები, რაც მის უპირველეს მოვალეობას წარმოადგენდა.

თანაც, გაეროს წესდებით და თვით რუსეთის კანონმდებლობითაც კი რუსული ჯარის გვირაბში გამოძრომა მხოლოდ და მხოლოდ ანექსია და ოკუპაციაა. სააკაშვილი არ დასხმია თავს რუსეთს, მას არ გადაუკვეთავს რუსეთის საზღვრები, არამედ მოქმედებდა იმ ტერიტორიაზე, რომელიც ცნობილია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ, როგორც საქართველო.

სალომე ზურაბიშვილის შემთხვევაში –  ქვეყნის პრეზიდენტად გახდომა სურც პირს, რომელიც დანაშაულად მიიჩნევს ქვეყნის მთავარსარდლის ქმდებას, აღადგინოს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. ასეთ პრეზიდენტზე მხოლოდ ოცნებობს ნებისმიერი ოკუპანტი.

ამდენი არგუმენტის შემდეგ, რატომ უნდა დასჭირვებოდა მმართველ პოლიტიკურ ძალას ასეთი კანდიდატის მხარდაჭერა.

ყველა ლოგიკით, არავითარი მხარდაჭერა არ უნდა ჰქონდეს გაცვეთილ, გაშიფრულ სპეცსამსახურის წარმომადგენელს, მით უფრო იმ ქვეყნის ელექტორატში, რომლის ხმების უდიდეს ნაწილს, სწორედ რომ ოკუპაცია და საოკუპაციო რეჟიმი აწუხებს. ასეთი კანდიდატი პირდაპირ განწირულია წასაგებად.

ორი მიზეზი არსებობს, მიუხედავად ამ ჭეშმარიტებისა მაინც მიიღო მონაწილეობა არჩევნებში.

პირველი – მას მართლა სჯერა, რომ ქვეყანას მისი სისულელის სჯერა;

მეორე – აქაც დავალებას ასრულებს.

რეალურად, ვის უჭერს მხარს მმართველი პოლიტიკური ძალა ქვეყნის პრეზიდენტად?

დავით ბაქრაძეა მმართველის რჩეული. მასთან უკვე შემდგარია წინასწარი მოლაპარაკებები, იგი მართვადი პრეზიდენტი იქნება იმ ნომინალურ უფლებებში, რაც დაუტოვეს პრეზიდენტს. უმთავრესი – იგი არ შეიწყალებს დამნაშავე პოლიტიკური რეჟიმის დროინდელ გასამართლებულ პირებს, არ მიანიჭებს მოქალაქეობას სააკაშვილს, სანაცვლოდ პრეზიდენტის სავარძელი . .. .. .

ამ კითხვაზე, გრიგოლ ვაშაძის მიერ დაფიქსირებული პოზიცია, რომ იგი შეიწყალებს ყველას – ფაქტობრივად უკვე გადაწყვიტა მისი საარჩევნო შედეგიც.

დავით ბაქრაძე იქნება არაჩვეულებრივი არჩევანი მმართველისათვის. იტყვის იგი დემოკრატიის სახელით: აი, მე არ დამიყენებია კანდიდატი, მხარი დავუჭირე დამოუკიდებელ კანდიდატს, მაგრამ გაიმარჯვა ოპოზიციურმა კანდიდატმა, თანაც ყოფილი ხელისუფლების დროინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ.

– ცუდ ხელისუფლებას ამომრჩევლების საუკთესო ნაწილი ირჩევსო, თქვა ბრძენმა, როდესაც იგი არ მიდის არჩევნებზე და გულგრილობას იჩენსო.

ჰოდა სწორედ ეს მომენტი დგება – ამომრჩევლების საუკეთესო ნაწილი არ მივა არჩევნებზე (რომ მივიდეს რა აზრი აქვს, არ ჰყავს სასურველი კანდიდატი), სალომე ზურაბიშვილი მიიღებს რამდენიმე პროცენტს, ქართული ოცნების მხარდამჭერი ფანატიკოსები და სახელმწიფო სექტორში დასაქმებულები დავით ბაქრაძეს შემოხაზავენ, ხოლო გრიგოლ ვაშაძე მიიღებს მხოლოდ მიშას მოლოდინით მეოცნებე ელექტორატის ხმებს.

ამდენად, ქვეყანას მართვადი, უუფლებო, მაგრამ მაინც პრეზიდენტი, დავით ბაქრაძე ეყოლება.

ზურაბ თოდუა, ადვოკატი.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი