ადვოკატი ზურაბ თოდუა პრეზიდენტის უფლებამოსილების გადამეტების შესახებ საინტერესო განცხადებას აკეთებს.

ზურაბ თოდუა:

_ პრეზიდენტის უფლებამოსილება შეწყალების ნაწილში ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირის დისკრეციული უფლებაა. კანონმდებელმა მას ეს უფლება მიანიჭა განსაკუთრებულ შემთხვევებში, სხვადასხვა გარემოებათა საფუძველზე (სახელმწიფოებრივი, ჰუმანური, ადამიანური) გამოსაყენებლად. აღნიშნული ნიშნავს იმას, რომ იგი ვალდებულია, მსგავსი დისკრეციის გამოყენებამდე მხოლოდ ეს კრიტერიუმები და მაღალი სახელმწიფოებრივი აზროვნებით იხელმძღვანელოს.
ყველას კარგად ახსოვს გირგვლიანის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, როდესაც ამ პატივსადებმა სასამართლომ პირველად (და უკანასკნელად) მისი არსებობის ისტორიაში გამოთქვა აღშფოთება პრეზიდენტის მიერ განხორციელებული შეწყალების ფაქტის გამო.
კიდევ რა არის სადავო და აღსაშფოთებელი – თუ ამ დონის სასამართლოს მიაჩნია, რომ შეწყალება არ იყო ადეკვატური, რატომ უნდა იყოს იგი სადავო საღად მოაზროვნე სუბიექტთა წრეში (ტვინნაღრძობებმა იქნებ გვიპასუხონ – მაშინ რატომ არ აღშფოთდნენ, როდესაც მოსამართლე გ. ჩემიამ სანდრო გირგვლიანის საქმეზე ევროპული მასშტაბით თავისმომჭრელი განაჩენი დააყენა და რამ გამოიწვია მათი აღშფოთება დღეს, თუ ამავე მოსამართლის იმჟამინდელმა თანაშემწემ გ. არევაძემ, გამამტყუნებელი განაჩენი ევროპული სტანდარტის შესაბამისად მიიღო).
აღშფოთება სხვა რამითაა გამოწვეული – მათი სახურავძრომია, სპეცრაზმელების რისხვა სალოცავი მსჯავრდებულია.
მიხეილ სააკაშვილი, ქართული პოლიტიკის უდიდესი შეცდომა (მოგვიანებით, არჩევიდან 2-3 წელიწადში გადაიქცა), რომ არა უნიათობა დღევანდელი ხელისუფლებისა, სხვა ბევრ რამეზე უნდა გასამართლებულიყო. განსაკუთრებით აფრასიძეების ოჯახის ჩახოცვის გამო. როდესაც ომეხ აფრასიძემ სურვილი გამოთქვა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან თანამშრომლობაზე და ამ ინფორმაციამ გაჟონა (წყალში ეყრებოდათ ლევან კალაძის გამტაცებლებზე შეთხზული ისტორია აფრასიძეების შესახებ), ავიაცია და თავდაცვის სამინსიტრო გამოიყენა შსს სპეცრაზმებთან ერთად ამ ოჯახის ყველა წევრის დ ა ს ა ხ ვ რ ე ტ ა დ, რაც აღასრულა კიდევაც იმჟამინდელმა შსს მინისტრმა გიორგი ბარამიძემ.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი