Home საზოგადოება “მიცვალებულებით სპეკულაცია, ზოგიერთებს ჩვენს საზოგადოებაში,ბიზნესად თუ არა, სამუშაო ადგილად მაინც ექცათ”

“მიცვალებულებით სპეკულაცია, ზოგიერთებს ჩვენს საზოგადოებაში,ბიზნესად თუ არა, სამუშაო ადგილად მაინც ექცათ”

19 second read
0
14

შალვა ნათელაშვილი გირგვლიანის მამას მიმართავს – “როგორ უნდა აღსდგეს სამართლიანობა ბატონო გურამ, მე როცა 5 ათასი კაცი მივიყვანე კანცელარიასთან, ლილოს ბაზრობიდან, პროტესტანტთა სახით (ისინი საკასო აპარატებს აპროტესტებდნენ და ჩემი დიდი თხოვნით წამოვიდნენ, რადგან ვაკელმა სვეტებმა, ხალხი გირგვლიანის დასაცავად ვერ შეკრიბეს,ეს მერე შემოვიდა მოდაში ამ ცხონებულით პიარშიკობა) თქვენ კი იქ არ ჩანდით. შემდგომ ცხონებული სანდროს სასამართლო პროცესზე, დაკავების ოქმი გამიფორმეს, ხულიგნობის მოტივირებით, თქვენი ლანდი არა მარტო იქ, არამედ არც სხვა აქციებზე მინახავს. აი ბიძინა ივანიშვილის ოფისში სასწრაფო წესით მირბენილი და მის დაუცხრომელ პროპაგანდისტად გარდაქმნილი კი ნამდვილად გნახეთ. გულსატკენია ეს ყველაფერი. მე ხომ არასოდეს არაფერი მოითხოვია თქვენთვის,მაგრამ ნაძირალა ივანიშვილს ,რომელიც თქვენი შვილის ტრაგედიას,იმ აქციებს, უყურებდა სოლოლაკიდან და მერაბიშვილს უჯახუნებდა ვისკის სასმისებს, არ ეკუთვნოდა თქვენი მხარდაჭერა,მით უფრო რომ, სწორედ მისი ფულით ფინანსდებოდნენ თქვენი შვილის მკვლელები მაშინაც და კიდევ შემდგომ მრავალი წელი. სამწუხაროა როცა საკუთარი მიცვალებულებით სპეკულაცია, ზოგიერთებს ჩვენს საზოგადოებაში,ბიზნესად თუ არა, სამუშაო ადგილად მაინც ექცა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Load More Related Articles
Load More By euronews.ge
Load More In საზოგადოება

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *