ბიზნესმენი და ქველმოქმედი თამაზ ელიზბარაშვილი შს მინისტრს ღია წერილით მიმართავს:

,,ღია წერილი შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას !!!

მე ბიზნესმენი, ქველმოქმედი და საზოგადოების აქტიური წევრი მოგმართავთ თხოვნით, დაიცვათ ჩემი და ჩემი მრავალრიცხოვანი ოჯახის, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვების უსაფრთხოება და სიცოცხლე.

ამა წლის 25 ოქტომბერს შევამჩნიე, რომ ჩემთვის დაუდგენელი პირები ,რამდენიმე მსუბუქი ავტომობილით, გვითვალთვალებდნენ მე და ჩემი ოჯახის წევრებს, სავარაუდოდ, ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების ყოველდღიური ცხოვრების და გადაადგილების გრაფიკის შესწავლის მიზნით. როცა დავაფიქსირე თვალთვალის მორიგი შემთხვევა, ავედევნე მოთვალთვალე ავტომობილს – ვერცხლისფერ bmw x5 სახელმწიფო ნომრით pkp 362 -ს. წამოვეწიე და ვკითხე: “რატომ მითვალთვალებთ, პოლიციელები ხომ არ ხართ-თქო ?” მანქანაში მსხდომთაგან პასუხი არ გამცეს, დიდი სიჩქარით მოსწყდნენ ადგილიდან და მიიმალნენ. მაშინვე მივმართე ჭ.ამირეჯიბის ქუჩაზე მდებარე ვაკის პოლიციას. მივაწოდე სრული ინფორმაცია მომხდარი ფაქტის შესახებ. ასევე, ჩემი ავტომობილის ვიდეო რეგისტრატორის ფირები. სამწუხაროდ, დღემდე გამოძიების მხრიდან ვერ მოხდა იდენტიფიცირება ვერც ავტომობილის მესაკუთრის და ვერც იმ პიროვნებების, ვინც მე და ჩემი ოჯახის წევრებს გვითვალთვალებდნენ (ან კიდევ გვითვალთვალებენ).

ბატონო მინისტრო, მე ვარ ბიზნესმენი, ქველმოქმედი, ცხოველთა დამცველი და საზოგადოებისათვის მეტ-ნაკლებად ცნობილი პიროვნება. თუ ამ ქვეყანაში, რომლის შს მინისტრიც თქვენ ბრძანდებით, ჩემი ოჯახის და მისი თითოეული წევრის უსაფრთხოების და სიცოცხლის დაცვას კრიმინალებისაგან ვერ ახერხებთ, მაშინ მირჩიეთ მაინც რა გავაკეთო , როგორ დავიცვა ჩემი ოჯახის უსაფრთხოება?

პატივისცემით ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი”

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი