ბორჯომის საკრებულოს გარემოს დაცვის და აგრარულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გადადგომას ითხოვს და საკრებულოს თავმჯდომარეს წერილს უგზავნის. წერილს გჱავაზობთ უცვლელად.

,,ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარეს ბ-ნ გიორგი გოგიჩაიშვილს
ბორჯომის საკრებულოს გარემოს დაცვის და აგრარულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის გიორგი გიუაშვილის მობ. 599 99 52 88
მ ო მ ა რ თ ვ ა

როგორც მოგეხსენებათ 2017 წლის 20 ნოემბრიდან ვხელმძღვანელობ ზემოთ აღნიშნულ კომისიას. საკრებულოში განვითარებული “მოვლენების”, ბინძური პოლიტიკური დაპირისპირების, მუხანათური ღალატის, დარბევის, სპეცრაზმების შემოყვანის ფონზე, ერთადერთი, რაც შევძელი ამ თვეების მანძილზე და დღემდე რატომაც ვრჩებოდი აღნიშნულ თანამდებობაზე, არის ის, რომ ხელში არ ჩაგიგდეთ აღნიშნული კომისიის დაქვემდებარებული საკითხები, ბორჯომის უნიკალური გარემო, ბუნება, ას წლოვანი ტყეები, პარკები, სკვერები, რომლებსაც “კალიებივით” შეესეოდით, როგორც ეს წინათ ხდებოდა, არც ერთი საღი ხე 7 თვის მანძილზე ბორჯომში არ მოჭრილა.
ვერ ვითანამშრომლებ “სულგაყიდულ”, უპრინციპო, მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე მზრუნავ თანამდებობის პირებთან, მიმიფურთხებია “ასეთი” თანამდებობებისათვის და ხელფასებისათვის, თქვენზე მეტი მიბრძოლია და მიკეთებია ჩემი ბორჯომისათვის და ასე გავაგრძელებ მომავალშიც თანამდებობის და ხელფასის გარეშეც. თქვენი მხრიდან მხოლოდ იმიტომ არ მოხდა დღემდე ჩემი და კიდევ რამოდენიმე კომისიის ოპოზიციური ხელმძღვანელის გადაყენება, რადგან ცდილობდით “გაქოცებული” საკრებულო ისევ წარმოგეჩინად მოსახლეობაში ოპოზიციურად. დაპირებული
“აგუგუნებული” ბორჯომის კვამლს ვერავინ ხედავს.
წერილობით გიდასტურებთ ჩემი თანამდებობიდან გადადგომას.

გიორგი გიუაშვილი
12. 06.18 ”

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი