ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური მდივნის, გიორგი გუგავას სპეციალური განცხადება:

„არჩევნების ტოტალური გაყალბებისა და ძალაუფლების სრულად უზურპაციის შემდეგ, კრიმინალ-ოლიგარქმა ივანიშვილმა გადაწყვიტა, მთლიანად გააკონტროლოს ტელევიზიები. მან ხელში ჩაიგდო საზოგადოებრივი მაუწყებელი, იმედი, მაესტრო და ამჟამად, ცდილობს, უკანონოდ მიიტაცოს რუსთავი-2.
ამ მზაკვრულ გეგმას ის ახორციელებს უსაფრთხოების სამსახურის მეშვეობით, რომელსაც ხელმძღვანელობს მისი პირადი მცველი ვახტანგ გომელაური. სწორედ, ეს სტრუქტურები აშანტაჟებენ მოსამართლეებს, რომლებიც განიხილავენ რუსთავი-2-ის საქმეს.
მივმართავთ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, სავიზო სანქციები დაუწესონ სუსის მაღალჩინოსნოსნებს, რომლებიც ივანიშვილის დავალებით აყალბებენ არჩევნებს, დევნიან პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს, თანამშრომლობენ ოკუპანტი ქვეყნის სპეცსამსახურებთან და იტაცებენ ტელევიზიებს.“

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი