საკანონმდებლო აკრძალვის მიუხედავად (,,სისხლის სამართლის კოდექსის“ 259-ე მუხლის I პუნქტი და ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველების (ძაღლების, კატების) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის დამტკიცების შესახებ დადგენილების ,,მე-6 მუხლის მე-9 პუნქტი), ძაღლების ჩხუბი საქართველოში მაინც იმართება. ამ სასტიკი სანახაობის უკან ორთაბრძოლების ორგანიზატორთა ფინანსური ინტერესები დგას. ცხოველთა დამცველების განმარტებით, საკმაოდ დიდი ფსონები იდება ძაღლების ჩხუბის დროს. მსგავსი ფაქტების შედეგად დასახიჩრებული არაერთი ძაღლი შეუფარებია ,,თამაზ ელიზბარაშვილის თავშესაფარს“.

ჩვენი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ვაქვეყნებთ ბოლო პერიოდში გადაღებულ ვიდეოს, სადაც ძაღლების მორიგი ჩხუბია ნაჩვენები. ეს არის სამწუხარო ფაქტი, რომელიც მტკიცებულებად უნდა გამოიყენოს შსს-ს წარმომადგენლებმა. მივმართავთ აღნიშნული სამინისტროს წარმომადგენლებს, რომ გამოიძიონ ეს ფაქტი და სათანადოდ დასაჯონ დამნაშავეები, რათა მომავალში თავიდან ავიცილოთ მსგავსი შემთხვევები.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი