პარლამენტის განათლების კომიტეტის თავჯდომარემ, მარიამ ჯაშმა წამოაყენა ინიციატივა, რომლის მიხედვითაც მე-12 კლასელებსა და აბიტურიენტებს, რომლებმაც გამოცდის ჩაბარება ვერ შეძლეს, შესაძლოა, გამოცდის მეორედ ჩაბარების შანსი მიეცეთ.

ინიციატივის თანახმად, მეორე შანსი უნდა მიეცეთ იმ მოზარდებს, რომლებმაც ტექნიკური ხარვეზებისა და ემოციური ფონის გამო, ვერ შეძლეს გამოცდის ჩაბარება.

განათლების მინისტრის განცხადებით, აღნიშნულ ინიციატივას განიხილავენ სამომავლოდ.

,,განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა იმას, რომ ემოციური ფონის ან ტექნიკური გაუმართაობის გამო პრობლემები იქმნება. არსებობს სურვილი, რომ მიდგომა გახდეს ჰუმანური და ვინც ამ პრობლემებს წააწყდება, ჰქონდეს გამოცდების ჩაბარების მეორე შანსი. ჩვენ დავპირდით კომიტეტის თავმჯდომარეს, რომ ამ საკითხს აუცილებლად განვიხილავთ, თუმცა ამას ახლავს სერიოზული საფრთხეები, ვინაიდან მეორე გამოცდის გაჩენამ, შეიძლება შედეგიანობაზე უარყოფითად იმოქმედოს. მეორე გამოცდის იმედით, პირველს შეიძლება ნაკლები მოტივაციით მიუდგნენ. ეს სერიოზული მსჯელობის საგანია”. – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

სოსო გაზდელიანი

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი