,,მიდი, დათო, შენ დაუკააა !!! ეს ქვეყანა შენიაააა !!!საგანელიძე საავადმყოფოების მონოპოლისტი ხდება !!! ყველა საავადმყოფო მის ხელში გადადის !!! ეს ყოფილა ქართული ოცნების სამართალი და გასაოცარი დემოკრატია !!! ექიმებს მოვუწოდებ, შემოუერთდნენ ჩვენს მიერ დაგეგმილ აქციებს საგანელიძის ოფისთან !!!” _ წერს ქართული მარშის ლიდერი, სანდრო ბრეგაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

ბრეგაძის კომენტარი გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ საპარტნიორო ფონდი რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის გადაყენებას და ფინანსური დარღვევების შესწავლას მოითხოვს. საგანელიძის უწყებაში ამბობენ, რომ სავადმყოფოში პრობლემები შიდა აუდიტმა აღმოაჩინა, რაც შესაძლოა არსებული მენეჯმენტის დათხოვნის მიზეზი გახდეს. ამ ფაქტს წინ უძღოდა  რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის საჯარო განცხადება საპარტნიორო ფონდისა და უშუალოდ დავით საგანელიძის შესახებ.

რესპუბლიკური საავადმყოფო ამ დროისათვის საპარტნიორო ფონდის ბალანსზე ირიცხება.

“მე პირველ რიგში მოვითხოვე ფინანსური მენეჯმენტის გადადგომა და ფინანსური ანგარიშგების გასწორება. მოვითხოვე რომ აუდიტორმა კომპანიამ და საგადასახადო სამსახურებმა შეამოწმონ ერთ-ერთი სეგმენტი. ნამდვილად არსებობს ბევრი დარღვევა ისეთი, როგორიც არ უნდა იყოს. ეს არის ზოგი შეიძლება უმნიშვნელო ზოგი შეიძლება მნიშვნელოვანი მე ამაზე არ ვისაუბრებ ამაზე შესაბამისად ისაუბროს შესაბამისმა ორგანოებმა და მათი მიიღონ დასკვნა.

ვინაიდან საპარტნიორო ფონდს გადმოცემას ეს კლინიკა, ჩვენ მართალია სამედიცინო ნაწილში არ ვერევით, იმიტომ რომ ჩვენ მხოლოდ ბალანსზე გვაქვს შენობა, მაგრამ პასუხის ვაგებთ თუ რა ხდება იმიტომ რომ აქ ავადმყოფები მკურნალობენ”-ამბობს ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი