2018 წლის ზაფხულში სხვადასხვა ქვეყნებში, მაღალ ტემპერატურას ათობით ადამიანი ემსხვერპლა. იაპონიაში მაღალი ტემპერატურის გამო, ოფიციალური მონაცემებით, 80 ადამიანია დაღუპული. ცხელია ზაფხული საქართველოშიც. ცოტა ხნის წინ BBC-მ რეკორდულად ცხელი ზაფხულის მქონე ქვეყნებს შორის საქართველოც დაასახელა.

ანომალიური სიცხეები გამო, მსოფლიოში სხვადასხვა უცნაური და შემაშფოთებელი ფაქტები ფიქსირდება:

1. მთა, რომელიც დნება

სტოკჰოლმის უნივერსიტეტის პროფესორმა გუნჰილდ ნინის როსკვიტმა, ამ მოვლენას “საკმაოდ საშინელი” უწოდა და მთის დნობა, მსოფლიოში კლიმატის ცვლილების დამამტკიცებელ არგუმენტად მოიხსენია.

Gunhild Ninis Rosqvist taking measurements from Kebnekaise's top during the heatwave

2. შვეიცარიელ თევზებს დახმარება სჭირდებათ

შვეიცარიის მდინარეში წყლის ტემპერატურამ 27 გრადუსს მიაღწია, რის გამოც თევზები ფაქტობრივად “იხრჩობიან”. ბიოლოგები აცხადებენ, რომ ზოგიერთი სახეობა ასეთ პირობებში სიცოცხლეს ვერ გააგრძელებს.

გარდა ამისა, შვეიცარიაში ტემპერატურა გაუსაძლისია ასევე ადამიანებისთვისაც. ქვეყნის არმიას, შტაბმა უფლება მისცა ატარონ შორტები და მაისურები ჩვეულებრივი სამხედრო ფორმის ნადვლად.

A family walks next to a puddle in the partially dried riverbed of Rhine, in front of the skyline of Dusseldorf, Germany, July 31, 2018

3. ბრიუსელის კომბოსტო აღარ იზრდება

ბევრისთვის ეს შესაძლოა საწყენი არ აღმოჩნდეს, მაგრამ ტემპერატურის მატების გამო ფერმერებისთვის რთული გახდა ბრიუსელის კომბოსტოზე ზრუნვა.

გარდა ამისა, სიცხეებს ვერც კარტოფილი უძლებს, რომელმაც ძალიან ცივი ზამთარი გამოიარა და მოულოდნელად ცხელი ზაფხული დაუდგა.

Brussels sprout

4. გაყინული საჭმელები ცხოველებისთვის

ადამიანები – ეს არ არის ერთადერთი სახეობა, რომელიც ოფლს გამოყოფს. საფრანგეთის ზოოპარკები თავიანთ ცხოველებს სპეციალურად გაყინულ ხორცებსა და მცენარეულს აძლევენ.

A meerkat enjoys a frozen pea at London Zoo during the heatwave

5. ტოქსიკური წყალმცენარეები ბალტიისპირეთში

ბალტიისპირეთის სანაპიროზე ცურვა მას შემდეგ შეიზღუდა, რაც ტოქსიკური წყალმცენარეების რაოდენობამ იმატა. პოლონეთში, ლიეტუვასა და შვედეთში საზოგადოებას ურჩევენ არ მიუახლოვდნენ დაზიანებულ წყალს.

ფინეთის ბიოლოგიის უნივერსიტეტი აცხადებს, რომ ტოქსიკური ნივთიერებების “აფეთქება” ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურია, თუმცა ზოგიერთი მეცნიერისთვის, ეს ამბავი სასიხარულოა. ისინი სწავლობენ ახალ ბაქტერიებს, რომელითაც ადგენენ ანტიბიოტიკების მიმართ მდგრადობას.

Toxic algae are seen on the beach in Gdynia, Poland, 3 July

6. გერმანელები წყლის ჭავლს ნატრულობენ

პოლიცია ბერლინში, მიუნხენისა და ფრანკფურტის ქუჩებში წყლის ჭავლს იყენებს, თუმცა არა საპროტესტოდ გამოსული ხალხის წინააღმდეგ, არამედ მათ გასაგრილებლად. რამდენიმე დღის წინ, წყლის ჭავლის მანქანამ გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ოფისის შესასვლელიც “გააგრილა”.

აღსანიშნავია, რომ გერმანიის სხვა ქალაქებიც პოლიციას მსგავსს სთხოვენ და პრენტეზიას არავინ გამოთქვამს.

A police water cannon is used to hose trees in Bochum, Germany, 31 July 2018

წყარო; imedinews.ge

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი