მთა­თუ­შეთ­ში, სო­ფელ გოგ­ლურ­თა­ში, 11 წლის ბავ­შვი კლდი­დან გა­და­ვარ­და. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, შსს-ს კა­ხე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტში 29 ივ­ლისს შე­ვი­და შე­ტყო­ბი­ნე­ბა, რომ მთა­თუ­შეთ­ში, სო­ფელ გოგ­ლურ­თა­ში, 2007 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი დ. ბ. 30 მეტ­რის სი­მაღ­ლის კლდი­დან გა­და­ვარ­და.

„შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე კა­ხე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ახ­მე­ტის სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გა­მო­ცხად­დნენ. პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა არას­რულ­წლოვ­ნის ხე­ვი­დან ამოყ­ვა­ნა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის ვერ­ტმფრე­ნის დახ­მა­რე­ბით მა­ლე­ვე მო­ა­ხერ­ხეს. ამ დრო­ის­თვის დ.ბ. თე­ლა­ვის რე­ფე­რა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი“, – ნათ­ქვა­მია შსს-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

გა­მო­ძი­ე­ბა გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით ჯან­მრთე­ლო­ბის ნაკ­ლე­ბად მძი­მე ან მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის ფაქ­ტზე სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 124-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

წყარო: ambebi.ge

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი