“გიხაროდეთ, ლარი “გამყარდა!”

ამ თემაზე იუმორით საუბარი ალბათ უხერხულია, რადგან საქართველოში რაც ახლა ხდება, ბევრს ახსენებს გასული საუკუნის 90-იან წლებს, როცა კუპონიზაციის პროცესმა ხალხი საშინელ მდგომარეობაში ჩააგდო. ჯიბეში მილიონი კუპონი მაშინ ბევრს ედო, მაგრამ  პურის ყიდვას ვერ ახერხებდნენ. იმ დროსაც  კარგა ხანს აბრალებდა მთავრობა ყველაფერს სხვას, ათას ვერსიებსა და მიზეზებს იგონებდა, თუმცა ბოლოს ხალხი მიხვდა, რაც ხდებოდა და ვისგანაც მოდიოდა ეროვნული ვალუტის გაპარტახება, ტოტალური ინფლაცია და ქვეყნის დაქცევა. მაშინდელი მთავრობის ერთ-ერთ წევრს, გამწარებულმა საზოგადოებამ ეროვნული ვალუტის სახელიც კი უწოდა _ “კუპონა”. საინტერესოა, ახლა ვის დაარქმევს მეტსახელად ხალხი “ლარა”-ს და ვის დასდებს ბრალს ამჯერად მოსახლეობა გაუბედურებაში?

ფაქტი ერთია, ლარიზაცია გამოიწვევს ტოტალურ ინფლაციას, ამ პროცესს კი რაც მოსდევს, იმედია,  საქართველოს უახლესი ისტორიიდან ხალხს ჯერ კიდევ ახსოვს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი