მთავრობის ინიციატივაზე, ,,მოიზიდე და მოკალი” საზოგადოება მაგრად ,,ღადაობს”. საქმე ეხება ფაროსანას განადგურებას. ამ ახალ პროექტშიც ალბათ გარკვეული თანხებია განსაზღვრული, თუმცა ფაროსანას განადგურებისთვის, ბიუჯეტიდან უკვე საკმაოდ დიდი ფული დაიხარჯა.

ფაროსანა კი კვლავ ხარობს და როგორც კი მწველი მზე ხვავრიელად გამოანათებს, ის შეესევა ჩვენს ბინებს, ფანჯრებს, ფარდებს, ხეებს, გადაგვიძოვს ბაღჩეულს და სულშიც ჩაგვიძვრება. ეს მწერი რადგან ხელისუფლებას კი არა, ხალხს აწუხებს, მთავრობამ მასთან ბრძოლა ხალხის მეშვეობითვე  გადაწყვიტა და ახალი პროექტიც შეიმუშავა: ფაროსანა თუ გაწუხებს, ,,მიიზიდე და მოკალი”. ამ პროექტს როგორც შეუძლება, რომ გონივრულად შევხედოთ?

იცინეთ მეგობრებო, სხვა რაღა დაგვრჩენია.

ნოდარ ცინცაძე სოციალურ ქსელში აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით ასეთ პოსტს აქვეყნებს:

,,სვანეთში ძმაკაცთან თბილისელი ბიჭი ჩავა. შევა სოფელში და რას ხედავს? დგას კაცი, ჩახდილი შარვლით გადაკუზული. გაივლის კიდე 100 მეტრს კიდე ასეთი სურათია, გაივლის კიდე 100 მეტრს კიდე და სანამ ძმაკაცის სახლს მიაღწევს 10-მდე ასეთი დახვდება. ეუბნება ძმაკაცს:
-რა ხდება მაიზერ? ორღობეებში შარვალ ჩახდილი და გადაკუზული კაცები რატო არიან?-ო
-ხოოო, სოფელში ვიღაც მამათმავალი შემოგვეჩვია, მიეპარება კაცს და ჩინჩ..ვს, ხოდა მოსატყუებლად ხაფანგები დავუგეთ, ეგებ დავიჭიროთო.

მაგ ფაროსანაზე დავწერე, იქნებ ასწავლოთ ხალხს რითი მიიზიდონ? თვარა მოკლას კი შეძლებენ”.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი