Home ახალი დამატებული „მთავარ პროკურორს მოვთხოვეთ, შეისწავლოს ჩვენს მიერ მოძიებული დოკუმენტები“

„მთავარ პროკურორს მოვთხოვეთ, შეისწავლოს ჩვენს მიერ მოძიებული დოკუმენტები“

21 second read
0
13

„მიწა რომ ჩვენი სულიერი, კულტურული, ისტორიული, პოლიტიკური, ეკოლოგიური და ბოლოს, ეკონომიკურ ფენომენია, ბევრს ავიწყდება და მხოლოდ ყიდვა-გაყიდვის ობიექტად მიიჩნევს, რაც საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილის სამართლიან აღშფოთებას იწვევს.
სამწუხაროდ, ქვეყანა ყოველ წელს კარგავს საკმაოდ დიდ მიწის ფართობებს სისხლით და უსისხლოთ, დაუდგენელი საზღვრებისა და მიწისადმი არაგონივრული და არაეროვნული მმართველობით.
2010 წლიდან ჩვენ ვიმყოფებით მსოფლიოში აღიარებულ „მიწის დატაცების“ პროცესში, რაც გულისხმობს განვითარებად ქვეყნებში მიწის დიდი ფართობების შეძენას. არსებული კატასტროფული მდგომარეობისა და დიდი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, სამმა ორგანიზაციამ: ფერმერ ქალთა ასოციაციამ, კავკასიის ენერგო უსაფრთხოების კვლევის ცენტრმა და რეგიონალური და ადილობრივი თვითმმართველობის განვითარების ინსტიტუტმა შევისწავლეთ სასოფლო-სამეურნეო მიწების პრივატიზების სამართლებრივი საფუძვლები და შედეგი აღმოჩნდა გამაოგნებელი.
ამიტომ, მიმდინარე წლის 3 თებერვალს განცხადებით მივმართეთ საქართველოს მთავარ პროკურორს და მოვითხოვეთ, ჩვენს მიერ მოძიებული დოკუმენტების კანონიერების შესწავლა, რითაც კიდევ ერთხელ დასტურდება- ჩვენს მიწას სჭირდება დაცვა და გადარჩენა, რომ ჩვენი მომავალი თაობა არ დარჩეს მიწის გარეშე.

ვისაც სურვილი გაქვთ შემოგვიერთდეთ ქართული მიწის დაცვისა და გადარჩენისათვის ბრძოლაში დაგვიკავშირდით, გავერთიანდეთ და ერთად დავიცვათ მამული“ _ აცხადებს საქართველოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფკავშირების დამფუძნებელი, ირინე ფხოველიშვილი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Load More Related Articles
Load More By euronews.ge
Load More In ახალი დამატებული

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *