რუსთავში, მე-19 მიკრორაიონში მე-9 სართულიდან 56 წლის კაცი გადმოვარდა.

„მოამბის“ ჟურნალისტის ინფორმაციით, მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს,რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები
Загрузка...