SOS!SOS!SOS! ბიძინა ივანიშვილო! აბა, თუ გაიხსენებთ, რა თქვა ,,კანტმა” ადამიანის უფლებებზე? შეგახსენებთ-ხეებისგან განსხვავებით, მათ აჯანყების, დიახ, აჯანყების უფლება აქვთო!- გასაგებია? ჰოდა …. არც ეგ დღე არ არის შორს და მე, ჟურნალისტი ირინე გოგოსაშვილი გპირდებით, რომ ოქროყანიდან დავიწყებ მაგ აჯანყებას, თუ დროზე არ მოეგებით გონს! დავიწყებ იქიდან, რომ თქვენ, ფლორისა და ფაუნის ,,მოამაგე” ადამიანმა, თქვენივე თვალწინ დაუშვით ის, რომ -თვალსა და ხელს შუა მოუვლელობითა და სახელმწიფოსგან მიტოვებულ ,,თბილისის ფილტვებად” წოდებულ რეკრიაციულ ზონაში ათასობით ნაძვის გახმობას (დაავადებული ნაძვების მკურნალობა, შეწამვლა შესაძლებელია და ეს სპეციალისტებმაც განგვიმარტეს) გულგრილად უმზირეთ თქვენი სასახლიდან! არადა, თქვენივე მინის სასახლიდან იმასაც კარგად უმზერდით, რომ თქვენს ტერიტორიაზე, იგივე ნამკურნალებ-ნალოლიავები ნაძვები ამაყად გილამაზებდნენ გარემოს!(იგივე ასაკის) მე როგორც ჟურნალისტმა არაერთი საგაზეთო სტატია მივუძღვენი ამ თემას, მაგრამ…. გინდა პინგვინს ულაპარაკია უდაბნოში და გინდაც ზებრას ყინულოვანი ოკეანის ნაპირებთან…… წელი არ გავა, იგივე ოქროყანაში ტყის ხანძარმა არ იჩინოს თავი (რასაკვირველია, დამნაშავე არ გამოვლენილა), მაგრამ მთელი უბედურება ის არის, რომ ხანძრის დროს, მაშინვე მაკლერთა არმია ამოედება ხოლმე ალივით და ტყის მასივის გასაახლებლად, მილიონი ხის დასარგავად კი არა, ახალი სააგარაკე ნაკვეთების მოსაზომ -გასაყიდად!!!!! ჰოდააააა… შენდება უზარმაზარი ვილები, ნაცების, ქოცების, ,,მაყუთიანი” და მევახშე სიდედრ-სიმამრებისთვის, მათი მონაგარისთვის, საყვარლებისთვის და ათასი ჯურის გადამთიელებისთვის!

ოქროყანის სამთავრობო აგარაკების პრივატიზებაც ხომ ამ მიზნით შეაჩერეთ?-აბა ღარიბი და მოწყენილი სახეების ყურებას როგორ იკადრებთ? გასახლებაც გქონიათ გადაწყვეტილი და წინ ვინ დაგიდგებათ? დღეს საქალაქო ტრანსპორტის ახალი მიმართულებაც დაგვიწესეთ ისე, რომ არავინ გაგიფრთხილებიათ და ახალი სამანქანო გზა-ორთაჭალა-კრწანისი-წავკისის მიმართულებითაც ასეირნეთ მოსახლეობა! მათ შორის სკოლის მოსწავლეები, რომლებიც სახლებიდან ჩვეულად დილის 8 საათზე კი გავიდნენ, მაგრამ უკლებლივ ყველამ დააგვიანა სკოლაში! აი, სკოლაში დაააგვიანესო იქ… ბავშვები რომლებიც სოლოლაკში დადიან სკოლაში დღეიდან, იმოგზაურებენ ორთაჭალაში, შემდეგ კი კოლმეურნეობის მოედნიდან გადასხდებიან სამარშრუტო ტაქსში და 80 თეთრის გადახდის შემდეგ, შესაძლოა, სკოლამდეც მივიდნენ… ანუ, თუკი აქამდე ძველი მარშრუტით ოქროყანიდან სკოლებამდე უპრობლემოდ მიდიოდნენ, ახლა წრეზე უნდა იტრიალონ და ისიც პიკის საათში! ანუ, თუ გავითვალისწინებთ თქვენს დღის განრიგს-ბავშვები 10 საათზე უნდა ჩავყაროთ ლოგინში (მერე რა, რომ გაკვეთილების სწავლას ვერ მოასწრებენ, მთავარი ხომ მარიფათის გამოჩენაა ცხოვრებაში და არა განათლება?) და შემდეგ 5 საათზე წამოვყაროთ-არიქა, ბიძიანაც ასე იქცევა და დროზე აეთრიეთ, სკოლაში არ დაგაგვიანდეთ თქო? იქნებ, ტაქსით ვატაროთ პატივცემულო ბიძინა? (მე- 5 უკეთეს წელს ოჯახის ბიუჯეტი ამის საშუალებას ნამდვილად გვაძლევს)!!!

მოკლეთ, როგორც ,,კანტმა” დაგვიბარა-ადამიანი ხე არ არის და მას აჯანყების უფლება აქვს! ჰოდა… და ზდრავსტვუეტ ნაროდ!

ირინე გოგოსაშვილი

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი