“იყო დრო, ჭიქას ვუჭახუნებდი მიშას… ამ ფოტოზე, თავისუფალი მასმედიის სადღეგრძელოს ვსვამთ გაზეთ “შანსის“ რედაქციაში… მე, როგორც მთავარი რედაქტორი, მოხიბლული ვარ ახალგაზრდა კაცის ინოვაციებით, მისი მებრძოლი სულით… და ეს იყო მაშინ, 1998 წელს, სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდა(!)…

არ დაგიმალავთ, მისი ბოლო სურათი რომ ვნახე, შემეცოდა, როგორც ადამიანი, ის იმ ქვეყნის პრეზიდენტის ინაგურაზიაზეც კი არ შეუშვეს, ვინც ხელისუფლება ჩააბარა და “ვარდების რევოლუცია“ მოაწყო საქართველოში… დაუწერელი კანონია, გიხმარენ და გადაგაგდებენ-ორმაგი მოთამაშეები, არც ამერიკელებს უყვართ და არც რუსებს(!!!)… მან, პირველ რიგში, სამშობლოს უღალატა, ადამიანურ სიკეთეს, კაცობას, ძალაუფლებით დაბრმავებულმა ქვეყანა ერთ დიდ ციხედ აქცია, კლანური, მართველობა ცხოვრების ნორმად გახადა(!!!)… დღეს, ჩვენ ორივე პოლიტიკური დევნილები ვართ… მე, მის ფაშისტურ რეჟიმს გამოვექეცი, ის, ქართველი ხალხის შურისიძებას(!!!)… მე-ჩამომესვლება საქართველოში, მას-არა(!!!)… აი, ამიტომ მეცოდება, უსამშობლო კაცზე უბედური, არავინაა ქვეყანაზე(!!!)…” _ აცხადებს ემიგრაციაში, საფრანგეთში მყოფი გაზეთ “შანსი”-ს რედაქტორი -ბონდო ქურდაძე.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი