საზოგადოება

,,მე მინდა, საქართველოში იყვნენ ნამდვილი ქართველი კაცები და ქალები” _ ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე

ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და LGBT თემის მიმართ საკუთარ პოზიციას განმარტავს.

„მეგობრებო, რახან ამხელა აჟიოტაჟი გამოიწვია ჩემს მიერ დაფიქსირებულმა აზრმა LGBT ხალხის მიმართ, მე მინდა გავაკეთო პატარა განმარტება და ჩემივე სიტყვებით გაგაცნოთ ჩემი აზრი: პირველ რიგში დავსვამ პატარა შეკითხვას, მე რომ მინდა საქართველოში ოჯახს ერქვას ‘დედა, მამა, შვილები, ბებო და ბაბუ’ ამიტომ ვარ აგრესიული და სიძულვილის ენით მოლაპარაკე? მე მინდა, საქართველოში იყვნენ ნამდვილი ქართველი კაცები და ქალები, რომლებსაც ექნებათ ნამდვილი ლამაზი ჭეშმარიტი ოჯახები.

მე არ ვუჭერ მხარს LGBT ხალხს, არც მათ ჭრელ დროშას. ის რამოდენიმე პროვოკატორი LGBT ფულზე გაყიდული არსებები რო გამოდიან ქუჩებში, შეურაცხყოფას გვაყენებენ ჩვენ ჩვენს სარწმუნოებას, იმას რაც ჩვენ გვიყვარს და ვაფასებთ, არ მაქვს უფლება ეს ყველაფერი არ მოვიწონო?? და მე გიპასუხებთ, მაქვს უფლება, და კიდევ მეტის უფლება მაქვს და გვაქვს.

მე მჯერა, რომ ეს არის მათი ფიზიკური და სულიერი გადახრა, დაავადება, რომელიც შესაძლოა იკურნება კიდეც, და ალბათ ბევრმა თავს ძალა დაატანა და განიკურნა, უბრალოდ ვერ იტყვის, ძმაო, იცი მე ადრე გეი ვიყავი მარა, ახლა ნამდვილი ვაჟკაცი ვარო, ეგ ხომ წარმოუდგენელია. ერთი სიტყვით ჩემო მეგობრებო, ყველაფრიდან გამომდინარე ელჭიპიტები და რაღაცეები ყველამ თავისთვის შეინახოს თავიანთ სახლებში და მანდ რაც უნდათ ის უქნიათ. ნუ გვაკადრებენ და ჩვენც არავის არაფერს ვაკადრებთ.

ერთ რამესაც დავამატებ, მე კაშიას პირადად არ ვიცნობ, არ ვიცი რატომ და რისთვის გაიკეთა ეგ სამკლაური, პირადად არ მომისმენია მისი აზრი ამ ყველაფერთან დაკავშირებით, უბრალოდ, მე პირადად ვიძახი, რომ საერთოდ მივატოვებ სპორტს და მაგათ სამკლაურს არ გავიკეთებ, და ახლა აგრესიით და სიძულვილის ენით საუბრობსო, არ დამაბრალოთ. მშვენიერ ხასიათზე ვარ ? და ზოგადად არამგონია ვინმეს ჩემი სიძულვილი და აგრესია ახსოვდეს. გისურვებთ ყველას მშვიდობას ✌“- წერს ნადირაძე.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close