განათლება

„მე და საზოგადოების“ შინაარსი შეთანხმებულია სასულიერო პირებთანაც

საგნის – „მე და საზოგადოების“ შინაარსი შეთანხმებულია სასულიერო პირებთანაც – ამის შესახებ განათლების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ჯეჯელავამ სამინისტროს შენობასთან გუშინ გამართული აქციის შესახებ საუბრისას განაცხადა.  

„ყველა დოკუმენტი, რომელიც არის შექმნილი საგნის – “მე და საზოგადოების” სასწავლებლად, საჯარო და შეთანხმებულია პრაქტიკულად ყველა მხარესთან, მათ შორის სასულიერო პირებთან და მნიშვნელოვანია ამ დოკუმენტს ყველა დაინტერესებული პირი გაეცნოს. ის მასალები, რომელსაც გუშინდელ აქციაზე ავრცელებდნენ, არის რომელიღაც, ჩვენთვის უცნობი წიგნიდან, რომელიც ნამდვილად მიუღებელია.

შესაბამისად, ჩვენ ვამბობთ, რომ საზოგადოებისთვის რაც იქნება მიუღებელი, არაფერი უნდა მოხვდეს სასწავლო პროგრამაში. საგნის სწავლება დაიწყება, თუმცა ჩვენ წინასწარ ყველა ნაბიჯს გადავდგამთ, რომ არაფერი ისეთი არ იყოს ამ საგანში და სახელმძღვანელოებში, რაც იქნება მიუღებელი მოსწავლეების ოჯახებისა და მშობლებისთვის. ამ ახალი სასწავლო წლიდან ვგეგმავთ მისი სწავლების დაწყებას, თუმცა პროცესში დავაზუსტებთ ამ საკითხს“, – განმარტა მინისტრმა.

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close