,,1994 წლის 1 დეკემბერს, 3 დეკემბრის ტერაქტამდე 2 დღით ადრე, ვახოსთან და მაიასთან ვიყავით წყნეთში მე და გია, რჩეულიშვილებთან, ქორწინების იუბილე ჰქონდათ. იქიდან გვიან წამოვედით, ვახოც წამოგვყვა, უკან ავტომატიანებით გაჭედილი სამარშრუტო ტაქსი მოგვყვებოდა უნომრო… მერე ჩამოგვცილდა. სახლთან რომ მივედით, დენი კი იყო, მაგრამ მაგრამ ძაბვა ლიფტს არ ყოფნიდა. გია ნასვამი იყო, არც მე ვიყავი ჩიტივით, არცერთს არ გვქონდა მე–15 სართულზე ფეხით ასვლის თავი და რუსთაველზე წავედით ოფისში ღამის გასათევად…
 2 დეკემბერს, როცა გვიან სახლში მივედით, დენიც იყო და ძაბვაც ლიფტისთვის საკმარისი. 3 დეკემბერს დილით ჩვენს სახლთან დაგვესხნენ თავს. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ეს 2–ში, დილით იყო დაგეგმილი და ჩვენ რომ სახლში ულიფტობის გამო არ დავრჩით, ამან შეუშალა ხელი.. 2 დეკემბერს ძაბვა კარგი იყო და ლიფტიც მუშაობდა… ვაი და ,,პახმელიაზე” გამოსულებს კიდევ არ გადაგვეფიქრებინა სახლში დარჩენა…
 3 დეკემბერს რაც მოხდა ყველამ იცის… აი, ასეთი “უმართავი” ენერგოკრიზისი იყო მაშინ ქვეყანაში…
 მერე ხშირად ვიხსენებდით ხოლმე ამ დღეებს მე და ვახო… ვახო!” _ წერს ირინა სარიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი