“თეთრი ღამეების“ ფენომენი, ანუ როდესაც ღამის ცა იმდენად კაშკაშაა, რომ წიგნის წაკითხვა მთვარის შუქის გარეშეც კი შესაძლებელია — უკვე საუკუნეებია, მეცნიერებს თავსატეხს უჩენს. თუმცა, სულ ახლახან, ეს საიდუმლო ამოიხსნა.

როგორც ახალი კვლევა ამტკიცებს, ეს ეფექტი გამოწვეულია ატმოსფეროს ზედა ფენებში ნელა მოძრავ ტალღათა ერთმანეთთან შერწყმის გზით, რის შედეგადაც ძლიერდება ბუნებრივად წარმოქმნილი ატმოსფერული ნათება — აირის ატომები, რომლებიც როგორც წესი, უხილავია.

კანადის იორკის უნივერსიტეტის ორმა მკვლევარმა ერთმანეთს შეუსაბამა ატმოსფერული ნათებიდან აღებული ნიმუშები და ატმოსფერულ ტალღათა მონაცემები; დადგინდა, რომ მათ შორის კავშირი არსებობს.

არ შეგეშინდეთ, თუ ვერ მიხვდით, რაზეა საუბარი — თეთრი ღამეები იშვიათად ხდება და ღამის ცის სინათლით დაბინძურების გამო, დღეისათვის განსაკუთრებით იშვიათია.

ეს ფენომენი პირველად ძველ რომაელ ფილოსოფოს ბუნებისმეტყველს, პლინიუს უფროსს აქვს მოხსენიებული, ახ. წ. I საუკუნეში. შემდეგ წლებში, მოვლენა აღწერილია სხვა სამეცნიერო დოკუმენტებშიც.

„ისტორიული ჩანაწერი ძალიან თავსებადია, გვაბრუნებს საუკუნეებით უკან, აღწერები ძალიან მსგავსია“, — ამბობს უფროსი მკვლევარი გოლდენ შეფერდი.

„თეთრი ღამეეები არსებობს და ისინი ატმოსფერული ნათების ცვალებადობის ნაწილია, რაზე დაკვირვებაც თანამგზავრული ინსტრუმენტებითაა შესაძლებელი“.

ატმოსფერული ნათება წარმოიქმნება ატმოსფეროს ზედა ფენაში მიმდინარე მრავალგვარი ქიმიური რეაქციების შედეგად, მათ შორისაა ჰაერის მწვანე ელფერიც, რაც მაშინ ხდება, როდესაც მზის სხივების შედეგად გახლეჩილი ჟანგბადის მოლეკულები კვლავ ერთიანდებიან.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი