მეუფე სერაფიმეს ბორჯომში დააბრუნებენ – ამ ინფორმაციას “კურიერი” ავრცელებს. მათი ინფორმაციით, სინოდის დღევანდელ სხდომაზე მსჯელობის ერთ-ერთი საგანი სწორედ მეუფე სერაფიმეს საკითხი იყო, რომელსაც საკმაოდ მძიმე ბრალდებებს უყენებდნენ. არსებული ინფორმაციით, მეუფე სერაფიმეს ბორჯომში, არა მღვდელმთავრის სტატუსით, არამედ მონასტერში დააბრუნებენ.
მეუფე სერაფიმე ბორჯომის ეპისკოპოსი იყო, რომელსაც მისი მისამართით გაჟღერებული მძიმე ბრალდებების შემდეგ ჯერ ეპარქია დაატოვებინეს, შემდეგ კი გარკვეული პერიდით გერმანიაში გაუშვეს, მოგვიანებით სერაფიმე რუსეთის პატრიარქის გვერდოთ, საზეიმო წირვაზე გამოჩნდა.

 

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი