“პატრიარქი ისევ დეზინფორმირებულია. ღმერთმა დაიფაროს საქართველოს ეკლესია და თუ პატრიარქი ამ ყველაფრის საქმის კურსშია, მაშინ ძალიან მძიმე დღეში ყოფილა ჩვენი ეკლესია,“- ასე გამოეხმაურა ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ცაავა საპატრიარქოს იურისტის სკანდალურ განცხადებას, რომ მეუფე პეტრეს სურვილია პატრიარქის მოკვდინება.

„ის, რომ დღემდე ჩემი დამოკიდებულება იმ ადამიანებისა, იმ გარემოცვამ, რომელთაც პატრიარქს უთხრეს ოპერაციის წინ 84 წლის კაცს ამ მძიმე ოპერაციის წინ, რომ თითქოს, მღვდელი მოდიოდა შენს მოსაწამლადო, შენი დაცვის უფროსი, შენი სიძე ასევე იყო ამ საქმეში ჩართულიო, ეს ადამიანები და დაჯგუფება, რომელთა უკანაც და მეთაურიც ეს არსებული ქალბატონია, ყველაფერზე წამსვლელები არიან. ამ სცენარის გაგრძელებაა, სანამ პატრიარქი ამ ადამიანების გარემოცვაშია, მანამ ჩვენ არ ვართ დაცული მსგავსი ინტრიგებისა, პროვოკაციებისა და მსგავსი ცილისწამებისგან, რაც ემსახურება ეკლესიისა და პატრიარქის დისკრედიტაციას,“- განაცხადა მეუფე პეტრე ცაავამ.

ჭყონდიდის მიტროპოლიტი დიდი საეკლესიო კრების მომზადების აუცილებლობაზე საუბრობს.

„კიდევ ერთხელ ვრწმუნდები საეკლესიო სამართლის, საეკლესიო სასამართლოს და დიდი საეკლესიო კრების მომზადების გარდაუვალობასა და აუცილებლობაში. საქართველოში არსებული სახელმწიფოებრივად, ეროვნულად მოაზროვნე ძალები და ადამიანები დადგებიან ფეხზე, რომ ჩვენი წილი დიდგორი აუცილებლად მოვიგოთ,“ – განაცხადა მეუფე პეტრემ.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი