მეგობრებო, ჩვენს ქვეყანას თავს აფარებდა აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, რომელიც შუა თბილისიდან, დღისით, მზისით გაიტაცეს. თავზე ტომარა დააფარეს და გადაიყვანეს (უპასპორტოდ ) აზერბაიჯანში.

სირცხვილია! ძალიან ცუდი საქციელია და მერე რა, რომ ეს თქვენ, პირადად, არ გეხებათ. ხმა უნდა ამოვიღოთ და ვთქვათ, არა! ჩვენ არ ვართ ასეთი სახელმწიფო! ჩვენთან ასე არ ბნელა! ჩვენ არ გვყავს ადამიანის გამტაცებელი პოლიცია (სუსი). და თუ მეტყვით, რომ ეს მათ არ გაუკეთებიათ, მთლად უარესი.

ვუთხრათ ხელისუფლებას რომ ასე, მხოლოდ უთავმოყვარეო ქვეყანა იქცევა!

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი