მელორ ვაჩნაძე, სამოქალაქო აქტივისტი:

_ ყველამ ნახეთ 2011 წლის 26 მაისის დარბევა, ეს დღემდე უცნობი კადრებია!!!
მე არ ვიძახი, რომ ნაცების შიშით ვინმემ “ქართულ ოცნებას” უნდა დაუჭიროს მხარი, მაგრამ მე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ  და ვინც ამას ხელს შეუწყობს და დაეხმარება, ყველა ჯალათია!!!

ყველანი ვხედავთ, უამრავ პრობლემაა დღევანდელი ხელისუფლების მმართველობაში, რომელიც გამოსასწორებელია, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს დაუშვებელი ფორმით!!! დღეს ყველა საქართველოს მოქალაქის ვალია, მივიდეს მეორე ტურის არჩევნებზე და ხმა მისცეს დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს, რომ ვერ მოახერხოს გრიგოლ ვაშაძემ გამარჯვება, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს სააკაშვილის, ახალაიას, მერაბიშვილის, ქარდავას და უამრავი ჯალათის შეწყალება… ეს არის ყოვლად დაუშვებელი და ყველა, ვინც აშკარად ხელს უწყობს ამ პროცესს, ან საკუთარი უპატიებელი ნეიტრალური პოზიციით, ან პირადი წყენის (ქართულ ოცნებაზე) გამო არ ეწინააღმდეგება ამ ჯალათების მობრუნებას და საქართველოს საბოლოოდ დაღუპვას, ეს ხალხი არის საქართველოს მტერი და ისინი ამ ჯალათებზე უარესები არიან!!!
ეხლა სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება “ყოფნა-არ ყოფნის” საკითხია და ეს გამარჯვება “ნაციონალებს”, “ევროპულ საქართველოს”, “გირჩს”, “ლეიბორისტებს” და “რესპუბლიკელებს” საბოლოოდ მოისვრის პოლიტიკერ სანაგვეზე!!!
გამარჯვების შემდეგ კი მე ვიდგები თქვენთან ერთად და მოვითხოვ ამ ხელისუფლებისგან ყველა პრობლემის გამოსწორებას უმოკლეს ვადაში!!!
P.S. მე მჯერა, რომ დღევანდელ ხელისუფლებას აქვს პოტენციალი, სწორად გაანალიზოს პირველი ტურის შედეგები, მიხვდეს საკუთარ შეცდომებს (მარიხუანას კანონპროექტზე უარის თქმა, ამის ნათელი მაგალითია) და მომავალში ერთგულ, საქართველოზე შეყვარებულ ადამიანებთან ერთად დაიწყოს დაგროვილი პრობლემების მოგვარება!!!
პატივისცემით: მ.ვაჩნაძე

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი