,,ძალიან ბევრი ადამიანისგან გამიგია, არჩილ თალაკვაძე ნაცებთან ერთად საქმიანობდა წარსულშიო და არაერთ ნაც პროექტებში მონაწილეობდაო (ბანაკები, სტუდმართველობა და ა.შ.).
არ მინდოდა დაჯერება, მაგრამ როგორც კი გაბუნიას კოჭი არ გაუგორა, ეგრევე წამოაძახა – “შენ, ბიძიკო, ნაცი არ იყავიო”? მერე ერთი ორი ტყუილიც თქვა და წაელაქუცა გაბუნიას, ხომ დავსაჯეთ ის ხალხი თავს რომ დაგესხაო და არაერთხელ დავაკავეთ ა.ბრეგაძე (ტყუილი). ასე, რომ ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება და უნდა გავარკვიოთ, რამე ხომ არ გამოგვეპარა საზოგადოებას?
ის, რომ ნაცების დროს სახალხო დამცველის აპარატში მუშაობდა, ეგ ვიცი და მაქედან ვიცნობ და კარგი გამარჯობის ურთიერთობაც მქონდა და ახლა უკვე ძალზედ დამაფიქრა ამ ყველაფერმა…
ამიტომ ვიწყებ საზოგადოებრივ გამოძიებას სახელად “ნაცია თუ კაცია” რომ დანამდვილებით გავარკვიოთ იყო თუ არა ბატონი არჩილი წარსულში გულმხურვალე ნაციონალი…თქვენს ხელთ არსებული ნებისმიერი მასალა რომელიც დაადასტურებს ან უარყოფს ამ ფაქტს მომაწოდეთ…
P.S. ეტაპობრივად საზოგადოებრივი გამოძიება “ნაცია თუ კაცია” დაინტერესდება სხვა საეჭვო ქცევაში შემჩნეული ხელისუფლების წარმომადგენლებით!!!
პატივისცემით: მ.ვაჩნაძე ” _ წერს მელორ ვაჩნაძე სოციალურ ქსელში.  

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი