,,ჩემო მეგობრებო და ჩემო საქართველებო, დღეს, სპეციალურად გავიარე აღმაშენებლის გამზირზე და გადავიღე ასამდე სურათი (სამწუხაროდ ოცდაათზე მეტის გამოქვეყნებას ვერ ვახერხებ). მინდა, რომ ყველა სურათი დაათვალიეროთ და მისცეთ ამ ყველაფერს შეფასება. თუ ეს არაა ძალიან დიდი პრობლემა, ეგეც მითხარით!
ყველამ კარგათ იცით, რომ არც ქსენოფობი ვარ და არც პრორუსი, მაგრამ ეს პრობლემა რომელიც ყოველდღიურად მძიმდება, მისახედია (აღმაშენებელზე, ლესელიძეზე, პეროვსკაიაზე, რესპუბლკკის მოედნის ქვეშ და მთლიანად ქვეყანაში). ქართული მარშიც ამ პრობლემის მოგვარებას ემსახურება, რომ ხელისუფალს ვაიძულოთ ცოტა გაამკაცროს არალეგალებთან მიმართებაში კანონი და ასეთი სახის დაწესებულებებზე კონტროლი.  ასევე, გამკაცრდეს კონტროლი აბრებსა და ფასადების იერსახეზე, თორემ დავემსგავსეთ უკვე ტაილანდს…
და რაც არ უნდა იძახონ ულტრა-ლიბერალებმა, რომ ესენი ინვესტორები არიან და ჩვენ პრორუსები, ფაქტი ჯიუტია. პროპაგანდა, თითქოს ჩვენ (ორგანიზატორებს ვგულისხმობ) არ გვაღელვებს ოკუპაციის პრობლემა, ესეც ტყუილია და ამას მალე ქართული მარშის ორგანიზატორ-მონაწილეები დავამტკიცებთ. გაბუნიებმა და ათასმა მამაძაღლმა რაც არ უნდა ტალახი გვესროლოს და პროვოკაცია დაგეგმოს, ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ.
ახლა, რაც შეგეხება თქვენ, ხელისუფალნო, ეს ფოტოები გადაღებულია აღმაშენებელზე, პოლიციის განყოფილების მეზობელ ეზოებში… უკლებლივ ყველა ეზოში (ნომრებიც ჩანს) არის გახსნილი საროსკიპო, კადრში გოგონებიც ჩანან და ეზოებთან, საღამოს ცხრა-ათი საათის შემდეგ უცხო ტომელი ბუღების ოცკაციანი ბირჟებია გამაგრებული, რომლებიც ზრდილობით არ გამოირჩევიან… შეგახსენებთ, რომ მალე ერთკვირიანი ვადა ამოიწურება და მერე არ გეწყინოთ.
რიმა ბერიძესაც მივმართავ, ენა რომ აქვს წაგდებული ყველაფერზე. ამოიღოს ხმა როგორც ამ უბნის მაჟორიტარმა, თორემ არჩევნებიც კარსაა მომდგარი და გურიის კომკავშირში თუ აირჩევენ ისევ. ესაა, რისი თქმაც მინდოდა. ერთსაც გეტყვით, აქციაზე რამოდენიმე არასასიამოვნო პერსონაჟი ვნახე მოსული და (მოსვლას ვერ დავუშლიდი) როგორც ერთ-ერთი ორგანიზატორი ვემიჯნები ტრისტან წითელაშვილისნაირ ადამიანებს და ზოგიერთ პოლიტიკოსს, როგორიცაა ჯონდი ბაღათურია და ვთხოვ მათ, მომავალში თუ მოხვალთ, თავი შეიკავეთ ინტერვიუებისგან, რადგანაც მხოლოდ ამისთვის მოდიხართ და ზიანს აყენებთ ეროვნულ საქმეს” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მელორ ვაჩნაძე და ფოტოებს აქვეყნებს.

.

.

.

.

.

.

.

.

.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი