Home ახალი დამატებული მელორ ვაჩნაძე დაიჭირეს!

მელორ ვაჩნაძე დაიჭირეს!

26 second read
0
45

რამდენიმე წუთის წინ, ყოფილმა პოლიტპატიმარმა- მელორ ვაჩნაძემ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ასეთი ინფორმაცია განათავსა:

“ჩემო მეგობრებო, მინდა ერთ ფაქტი გიამბოთ, რომელიც 5 იანვარს 21-30 საათზე შემემთხვა ქალაქ რუსთავში და აქამდე ვერ გიამბეთ, ვინაიდან თითქმის მთელი 6 იანვარი მარნეულის დროებით მოთავსების იზოლიატორში გავატარე, ხოლო 7 იანვარი შობის დღესასწაული იყო.
მოკლეთ, რუსთავში სტუმრად ვიყავი ჩემი მეუღლის ბებიასთან, ჩემს მეუღლესთან და პატარა კატოსთან ერთად. რუსთავში ჩასვლიდან რამოდენიმე წუთში ჩემმა მეუღლემ მთხოვა, ჩემი მეგობრის კუთვნილი ავტომობილიდან (რომელიც გაუმართაობის გამო ეზოში დატოვა ჩემმა მეგობარმა და წავიდა) ამომეღო ბავშვის ეტლი და ნივთები. ეზოში ჩავედი, ამოვიღე და ვინაიდან ავტომობილი არ იყო სათანადოდ გაჩერებული, რამოდენიმე მეტრით წინ მივწიე და გავასწორე, რომ ხელი არავისთვის შეეშალა ეზოში…
სადღაც 5 წუთში, როდესაც ეტლი ამოვიღე და ავტომობილს ვკეტავდი, მოვიდა საპატრულო ეკიპაჟი: დავით ჯოხაძე და ვახტანგ ჯადუგიშვილი, რომლებმაც მომთხოვეს ვინაობის დასახელება. ასევე ალკო-ტესტზე შემოწმება, რაც უსიტყვოდ შევასრულე და ალკო-ტესტმა ჩემი სიფხიზლე დაადასტურა… შემდეგ მკითხეს, თუ რა მინდოდა ამ ეზოში და ავუხსენი, რომ სტუმრად ვიყავი და ნივთების ასაღებად ჩამოვედი ეზოში. ამ პასუხმა არ დააკმაყოფილათ და რაღაც უაზრო კითხვებით ცდილობდნენ დრო გაეწელათ, რომ არ წავსულიყავი.  საუბრის პერიოდში ჩემი მეუღლეც და შვილიც გამოვინენ ეზოში, ვინაიდან პირველ სართულზე ცხოვრობს ნინის ბებია, ადვილად დაინახეს პატრულის ნათება და დააინტერესათ, თუ რაში იყო საქმე.
რამოდენიმე წუთში დავით ჯოხაძემ განმიცხადა, რომ მართვის მოწმობა დროებით შეჩერებული მქონდა და ჯარიმა უნდა დაეწერა – 1500 ლარის ოდენობით და ასევე ჩემი მეგობარი მომეყვანა, რომელსაც 700 ლარიან ჯარიმას დაუწერდა. აღნიშნული ფაქტი ხუმრობა მეგონა, ვინაიდან ვიმყოფებოდი ეზოში და არა სავალ გზაზე და მეორე პატრულის მოსვლისას ავტომობილს არ ვმართავდი, არამედ დაპარკინგებული ავტომობილიდან ნივთებს ვიღებდი და რომც მდომებოდა მისი მართვა, ვერ შევძლებდი, ვინაიდან ავტომობილი სერიოზული გაუმართობის გამო იყო დატოვებული ეზოში, 2 საათით ადრე…

ეს ყველაფერი ვუთხარი და მეგონა, რომ გაიგებდნენ, მაგრამ განმიცხადეს, რომ დავალება ჰქონდათ მიღებული და თუ არ დავემორჩილებოდი, დამაკავებდნენ ( ეს ყველაფერი შვილის და მეუღლის თანდასწრებით მითხრეს, რაც ძალიან წააგავდა კარგად დაგეგმილ პროვოკაციას) ამ ყოველივედან გამომდინარე, ვთხოვე ჩემს მეუღლეს, აწი ყველაფერი გადაეღო მობილურის საშუალებით, მე კი კამათის ნაცვლად დავუკავშირდი თბილისის საპატრულოს უფროსს- ლაშა ჯოხაძეს ნომერზე (577771788), რომლის ნომერიც ჩემმა მეგობარმა მომცა. როდესაც ხმამაღლა მოლაპარაკეთი დავუკავშირდი ლაშა ჯოხაძეს, ავუხსენი იქ არსებული მდგომარეობა, მან აღმითქვა, რომ აღნიშნულ ფაქტზე დაუკავშირდებოდა რუსთავის საპატრულოს უფროსს და გაერკვეოდა სიტუაციაში. ასევე დამამშვიდა, რომ ჯარიმას ვერავინ დამიწერდა, ვინაიდან ეზოში ვიყავი და პატრულის თანამშრომლებს ჯარიმის დაწერის უფლება არ ჰქონდათ( ვინაიდან მათი მოსვლის პერიოდში ავტომობილი არ მოძრაობდა სავალ ნაწილზე). რამოდენიმე წუთში თვითონ დამირეკა და მითხრა, რომ დამერეკა რუსთავის საპატრულოს უფროსისთვის, ვინაიდან თვითონ ვერ დაუკავშირდა და მომცა ნომერი (577772332) ( თავი დაიძვრინა. სავარაუდოდ, გაიგო რომ ჩემს დაკავებას აპირებდნენ). მიუხედავად ჩემი არაერთგზის მცდელობისა დავკავშირებოდი რუსთავის საპატრულოს უფროსს, მან ჩემს ზარებს არ უპასუხა…
ჩემი უპასუხო ზარებიდან რამოდენიმე წუთში მოვიდა რამოდენიმე საპატრულო ეკიპაჟი. ოცმეთაურები(ლევან ჟაიანი და ირაკლი აზმაიფარაშვილი) რომლებმაც განმიცხადეს, რომ ჩემს რეკვებს აზრი არ ქონდა, ვინაიდან უფროსს არ ეცალა ჩემთვის ( სავარაუდოდ ქეიფობდა სადღაც). ერთ-ერთ ოცმეთაურს ( ირაკლი აზმაიფარაშვილს) სასმელის მძაფრი სუნი ასდიოდა და მისი ქცევაც არაადექვატური იყო. რაზეც მას ალკო-ტესტით მოვთხოვე სიფხიზლის დადასტურება. ამან ის ძალიან გააღიზიანა ( ეს ყველაფერი აღბეჭდილია ვიდეოზე…
რამოდენიმე წუთში კიდევ ორი პიროვნება მოვიდა, რომლებსაც ეტყობოდათ ასევე, რომ ნასვამები იყვნენ ( ვინაიდან ერთი სამოქალაქო ფორმაში იყო, არ ქონდა სამკერდე ნიშანი და მეორეს, რომელსაც მაღალ ჩინი ქონდა სამხრეებზე, მყისიერად მოიხსნა სამკერდე, როდესაც ახლოს მივედი გვარის წასაკითხად). მათ ვინაობა არ დაასახელეს, უბრალოდ გვერდზე გამიყვანეს კამერებისგან მოშორებით და მითხრეს, თუ ვიდეომასალას წავშლიდი და ახსნა განმარტებას დავწერდი, არც ჯარიმას დამიწერდნენ და არც ავტომობილს წაიყვანდნენ საჯარიმოზე, რაზეც თანხმობა განვუცხადე ( რა თქმა უნდა, ცოლს ვანიშნე რომ არ წაეშალა და გადაღება გაეგრძელებინა) ნინის ვთხოვე წაეშალა ვიდეო და ახსნა-განმარტება დავწერე… როცა ეგონათ, რომ ვიდეო წავშალე და თავისი დანაშაული დამალეს, უცებ მომიტანეს ამობეჭდილი 1500 ლარიანი ქვითარი და ეზოში შემოიყვანეს ევაკუატორი, რაზეც დამცინავი ტონით მთვრალმა პატრულმა მითხრა, ასაჩივრე და იყავიო.
ამ ყველაფერზე მაღლა დავდექი და მათ გასაკვირად, მორიგ პროვოკაციას არ ავყევი. განვუცხადე, რომ მათ ხელს არ ვუშლი, მაგრამ საქართველოს კონსტიტუციით მონიჭებულ უფლებას გამოვიყენებ და მშვიდობიანი, მჯდომარე აქციით გავაპროტესტებ მათ ქმედებას. ამან ისე გააღიზიანათ, რომ დამიჭირეს და კიდევ ერთხელ დაარღვიეს კანონი და შემიზღუდეს გამოხატვის თავისუფლება… (ყოველივე ზემოთ მონათხრობი აღბეჭდილია ვიდეოზე, გენერალურ ინსპექციაში და სასამართლოში წარვადგენ…)
ამის შემდეგ ადგილი ჰქონდა კიდევ ორ ფაქტს. ერთი ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ არ გავუწიე დაკავებისას წინააღმდეგობა, ბორკილები ისე მჭიდროდ შემიკრეს, რომ ტკივილი განმეცადა და არ მოუშვეს ჩემი არაცერთგზის მოთხოვნისა ( მარნეულის დროებითი მოთავსების იზოლიატორის ექიმებმა დაადასტურეს მრავლობითი დაზიანება ორივე მაჯაზე და იქვე გადაეცა პროკურატურას გამოსაძიებლად ” არაადამიანური მოპყრობის ფატზე. მეორე ზარის უფლება არ მომცეს დაკავებიდან სადღაც კიდე ერთი საათის განმავლობაში და რომ არა ჩემი დაჟინებული მოთხოვნა და უკვე არდამორჩილება, არც მომცემდნენ ( ზარიც არასრულფასოვნად განხორციელდა ვინაიდან უკან მქონდა ბორკილები შეკრული პატრულმა ყურზე მომადო მობილური და სანამ ჩემს მეგობარს, ჯაბა ჯიშკარიანს ვეტყოდი საქმის ვითარებას, რამდენიმეჯერ გაწია მობილური და ბოლოს გამორთო).
მარნეულის დროებითი იზოლიათორის ყველა თანამშრომელს ვუხდი მადლობას, ვინაიდან ძალიამ ზრდილობიანად და ყურადღებით იქცეოდნენ და ყველა ჩემი კანონით გათვალისწინებული უფლება დაიცვეს…
პროცესი გაიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე ნატა თედეშვილის და სხდომის მდივანი ნათია კანთელაძის შემადგენლობით… ბრალად მედება ა.ს.კ 173_ე მუხლით ( პოლიციელების კანონიერი მოთხოვნის არშესრულებისა და ხელის შეშლა, ითვალისწინებს 100-დან 3000 ლარამდე ჯარიმას ან 15 დღემდე თავისუფლების აღკვეთას).
ვინაიდან არავინ არ იცოდა სად ვიყავი არ მომეცა სათანადოდ გავცნობოდი საქმის მასალებს, არ მყავდა ადვოკატი, ვერ წარმოვადგენდი იმ მომენტისთვის მოწმეებს, ვიდეო მასალას და ასევე მინდოდა ჟურნალისტების მოწვევა ვინაიდან ფარდა ამეხადა პატრულის უკანონო ქმედებებისთვის, დავაყენე შუამდგომლობა სასამართლო პროცესიდან ჩემი გათავისუფლების მოთხოვნით და სასამართლო პროცესის გონივრული ვადით გადაწევის… 3 საათის განმავლობაში როგორც პატრულები ასევე მოსამართლე ცდილობდნენ, შეეზღუდათ ჩემთვის კანონით მონიჭებული სამართლიანი სასამართლოს უფლება და ყველა ხერხი გამოიყენეს, რომ აეცილებინათ საჯარო განხილვისგან თავი. ისიც კი შემომთავაზა მოსამართლემ, რომ სავარაუდოდ გამამართლებდა, მაგრამ 3 საათის მანძილზე ჩემი პოზიცია ბოლომდე დავიცავი და მოსამართლეს სხვა გზა არ დავუტოვე. მან გაიზიარა სრულად ჩემი შუამდგომლობა… რისთვისაც მაინც მადლობას ვუხდი.

პ.ს. სასამართლო პროცესი გაიმართება 9 იანვარს ანუ ხვალ, დღის 12-00 საათზე რუსთავის საქალაქო სასამართლოში.  ყველა ჩემს მეგობარს, ადამიანის უფლებათა დაცის ორგანიზაციას, სახალხო დაცვის აპარატს, პოლიტიკოსებს მოვუწოდებ, დაესწრონ აღნიშნულ პროცესს და ერთად დავამარცხოთ სამართალდამცავთა რიგებში უკანონო შედეგების მანკიერი პრაკტიკა!!!
ასევე მოვუწოდებ ჟურნალისტებს, მობრძანდნენ და დაესწრონ პროცესს, რომელიც საზოგადოებისთვის საინტერესო იქნება ( არ დაგავიწყდეთ, ერთი საათით ადრე მიმართოთ მოსამართლეს პროცესზე დასწრების მოთხოვნით)…

პატივისცემით,
უფლებადამცველი: მ.ვაჩნაძე”

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Load More Related Articles
Load More By euronews.ge
Load More In ახალი დამატებული

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *