მდინარე რიონში, ხიდიდან გადავარდნილი მოზარდის სამძებრო სამუშაოები ამდრომდე მიმდინარეობს.

როგოც euronews.ge-სთან“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, მიშა ფეიქრიშვილმა განაცხადა, აღნიშული სამძებრო ღონისძიებები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება. მისივე ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოებში დამატები ძალები აჭარიდანაც ჩაერთვნენ.

შეგახსენებეთ, ფოთში, აღმაშენებლის ხიდიდან, მდინარე რიონში 16 წლის ბიჭი დღეს გადავარდა. როგორც თვითმხილველები ყვებიან იგი მოაჯირზე იყო ასული,  მოულოდნელად წონასწორობა დაკარგა და წყალში  ჩავარდა.

მიხეილ ძიძიგური

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი