მახინჯაურთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად 5 ადამიანი დაშავა, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.  ერთმანეთს, სავარაუდოდ, მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

“პირველის” კორესპონდენტის ცნობით, დაშავებულები ბათუმის რეფრალურ საავადმყოფოში გადაიყავანეს.
“ერთი დაშავებული არის უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში, დანარჩენების მდგომარეობა სტაბილურია და განაგრძნობენ მკურანლობის კურს,“ – განუცხადეს “პირველს” ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში.
შს სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან
ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა
თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.

Read more: http://mpress.ge

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი