“მაშინ, როცა მმართველ მილიონერ-მილიარდელთა შვილები შემთბარი ხიზილალით იკვებებიან, ჩვენი ბავშვების დიდი უმრავლესობა, სკოლაში მშიერი მიდის და გაკვეთილებსაც მშიერი ესწრება. მოგეხსენებათ, საკვებით გამოწვეულ დეფიციტს, მომავალში, სამოთხისეული ცხოვრებაც ვერ აანაზღაურებს, ისე კატასტროფულ შედეგებს იწვევს ეს მოზარდის ორგანიზმში. მოვუწოდებ ხელისუფლებას! მოიკელით მილიარდიანი ბიზნესებიდან მოგება, ,,ჯიპები“, პრემიები, ხელფასები და დაუყონებლივ მიიღეთ კანონი სკოლებში ბავშვებისთვის ერთჯერადი, საბიუჯეტო კვების დაწესების შესახებ. ამით თქვენ მომავალი პასუხისმგებლობისგან მცირედით შეიმსუბუქებთ მდგომარეობას. მე ვთხოვ პარლამენტის ყველა წევრს, მიმართვაზე, რომელიც წერილობით გაეგზავნებათ, გვაცნობონ პასუხი 26 მაისამდე, დამოუკიდებლობის დღისთვის. თავისუფლება და დამოუკიდებლობა პირველ რიგში, გვჭირდება ჩვენი შვილების, ჩვენი მომავლისთვის და ალბათ ამაზე კარგ საქმეს ერთიანი თანხმობის თაობაზე, 26 მაისს ვერ გავაკეთებთ. იმედია, პარლამენტის ფუქსავატი, უპასუხისმგებლო წევრები, ცხოვრებაში ერთხელ მაინც იფიქრებენ იმაზე, რომ პრესტიჟულ სასწავლებლებში გაგზავნილი, კარგად ნაკვები მათი შვილების გარდა, სხვის შვილებსაც სჭირდებათ კვება, განათლება და ადამიანური ყოფა. მით უფრო, რომ თუ ჩახედავენ მსოფლიო პრაქტიკას, ნახავენ, რომ ბრიტანეთში მოსწავლეებს დღეში ორჯერ კვებავენ, ისევე როგორც მოსკოვში და ამერიკის შეერთებულ შტატებში. უფასო კვება გათვალისწინეუბლია სოციალურად დაუცველებზე, მაგრამ ისე, რომ ბავშვებმა არ იციან, რომელია სოციალურად დაუცველი, რომ რაიმე უხერხულობა არ შეიქმნას. ქვეყანაში კატასტროფული ვითარებაა ყველა მიმართულებით, პირველ რიგში_ სოციალური. არაერთი ხელისუფლება პირდებოდა მშობლებს მილიონ სამუშაო ადგილს, მაღალ ხელფასებს, განახევრებულ გადასახადებს, უფასო ფულს, უფასო სწავლას და ჯანდაცვას, მაგრამ ეს ყველაფერი დარჩა დაპირებად და ამან ასახვა ჰპოვა მომავალ თაობაზე _ მათ კვებაზე, განათლებაზე, ჯამრთელობაზე. ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც მშიერი ბავშვები თავს იკლავენ, სადაც მიწას თხრიან ჯართისთვის, რომ პურის ფული იშოვონ, სადა არასრულწლოვანები თურქეთში, მონურ პირობებში ჩაის კრეფენ, ინგრევენ ჯანმრთელობას და გვინადგურდება მომავალი თაობა. ჩვენი სვეიტიცხოველი, ჯვარი, გარეჯი, გელათი, ჩვენი ღმერთი, უკვდავება არის მომავალი თაობა და თუ მათ ახლა არ მივაწვდით სრულფასოვან საკვებს, ვიმეორებ, მომავალში ვერანაიარი ზღაპრული ცხოვრება ამ დანაკლისს ვერ აანაზღაურებს.”

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი