,,ოთარ აბესაძე, სასამართლომ კიდევ პატიმრობაში დატოვა.
პოსტფაქტუმ ვამბობ, რომ შეიძლებოდა და მეტიც-საფუძველიც არსებობდა, რომ არ დაეტოვებინათ საპატიმროში. არც იმის სიამოვნებას მოგანიჭებთ ჩასაფრებულებს, რომ გაძახებინოთ: რატომ უნდა იყოს აბესაძე გარეთ, რადგან ასეთი სამეგობრო ჰყავსო?!-არა ბატონებო, მყარი საფუძველი არსებობდა იმისთვის, რომ ის პატიმრობაში არ დარჩენილიყო. უკიდურესად მძიმეა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა…
  ორი თვის წინ, ციხეში შევხვდი. ახალგაზრდა ადამიანი ვერ ვიცანი, ძალიან შეშფოთებული დავრჩი მისი ფიზიკური და სულიერი მდგომარეობით. მეტის თქმის უფლებას, ჩემს თავს ვერ მივცემ…

P.S. ჰო, მეგობრობაზე გამახსენდა.
ერთი ახალგაზრდა მაღალჩინოსანი, მის უახლოეს ძმაკაცად, რომ თვლიდა თავს, დღეს ციხეში მყოფი ოთარის ზარს არ პასუხობს ან თუ იღებს ტელეფონს, მაშინ ხმას არ იღებს.
ეს 
 ეს!

P.P.S. პროკურატურის ზეპრინციპულობა, გასაკვირია ნამდვილად…” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პარლამენტის წევრი ოთარ ჩრდილელი.

შეგახსენებთ, რომ ოთარ აბესაძის ადვოკატის ირმა ჭკადუას ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი უმძიმეს მდგომარეობაში ჩაფიძის კლინიკაში გადაიყვანეს. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ოთარ აბესაძე შეუძლოდ გახდა, თუმცა ის სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა.

მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე ქრთამის აღების ბრალდებით სუს-მა რამდენიმე თვის წინ დააკავა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი