მაღალმთიანი აჭარის 12 სკოლაში სასწავლო პროცესი მოსწვლეების გამოუცხადებლობის გამო შეწყდა, ამის შესახებ აჭარის განათლების სამინისტროში განაცხადეს. უწყების ცნობით, მოსწავლეები არ გამოცხადნენ ხულოს რვა, შუახევში სამ და ქედის ერთ საჯარო სკოლაში.

განათლების სამინისტრო მოსწავლეების სკოლებში გამოუცხადებლობას უამინდობას უკავშირებს. მაღალმთიან აჭარაში მეორე დღეა ინტენსიურად თოვს. თოვლის საფარი გოდერძის უღელტეხილზე ერთ მეტრს აჭარბებს, რის გამოც ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდულია.

ხულოს მერის გოჩა მელაძის განცხადებით, გზები იწმინდება. მისივე თქმით, ელექტროენერგია რამდენიმე სოფელს არ მიეწოდება, დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენა ამ წუთებიც მიმდინარეობს და მელაძე ვარაუდობს, რომ სოფლებს ელექტროენერგიის მიწოდება დღის მეორე ნახევრიდან აღუდგებათ.

კომპანია ენერგო-პრო ჯორჯიას ინფორმაციით, ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილია ხულოში 7 სოფლის 1000-მდე აბონენტი. შუახევში 12 სოფლის 2000-ზე მეტი, ხოლო ქედაში 17 სოფლის 3000 აბონენტი.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი