Home ახალი დამატებული მატროსოვის ციხეში მყოფი სასულიერო პირი ყველაფერს ჰყვება, ყველას ასახელებს…

მატროსოვის ციხეში მყოფი სასულიერო პირი ყველაფერს ჰყვება, ყველას ასახელებს…

19 second read
0
23

საკუთარ ჩვენებაში მამა გიორგის ზუსტად აქვს მითითებული, ვისგან რა სახის მუქარას ჰქონდა ადგილი, – ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, დეკანოზს ჩვენების მიცემისას დაფიქსირებული ჰყავს ყველა ის პირი, ვისი მხრიდანაც მასზე მუქარები და ზეწოლები ხორციელდებოდა.

როგორც მიხეილ რამიშვილმა აღნიშნა, დეკანოზმა პროკურატურას უთხრა, რომ თუ ე.წ. კრიტიკულ კითხვებზე დამატებითი პასუხების მოსმენა სურთ, უზრუნველყოფილი უნდა იყოს მისი ოჯახის წევრთა უსაფრთხოების დაცვა.

ადვოკატის თქმით, შეკითხვები, რომელსაც პროკურატურა „კრიტიკულს“ უწოდებს, საპატრიარქოს შეეხება.

„მამა გიორგიმ წინასწარი გამოძიებისას, რომელიც ახლა მიმდინარეობს, ძალიან სრულად მისცა ინფორმაცია და ჩვენება იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რაც მას აქვს წაყენებული, კერძოდ, მკვლელობის მომზადებასა და იარაღის ნაწილში. კრიტიკული შეკითხვები კი საპატრიარქოს ეხებოდა და დაკითხვის პერიოდში მამა გიორგიმ გარკვეულ ეტაპზე ამაზე მისცა ჩვენება“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

დეკანოზის ადვოკატის თქმით, საპატრიარქოს საკითხებზე დეკანოზმა დამატებითი ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა იმის გამო, რომ მასზე გარკვეული ფორმით მუქარა და ზეწოლა ხორციელდებოდა.

„მას ჩვენებაში ჰყავს დასახელებული გარკვეული პირები, რომლებიც მასზე გარკვეული ფორმით ახორციელებდნენ მუქარას და ზეწოლას, აქედან გამომდინარე მამა გიორგიმ მოითხოვა, რომ თუ პროკურატურას სურდა კრიტიკულ შეკითხვებზე მას პასუხი გაეცა, უნდა მომხდარიყო იმ პირების დაცვის უზრუნველყოფა, ვინც მან შემდეგ ჩამოთვალა. ესენი არიან დედა, ძმა, მეუღლე, შვილები, ძმის ოჯახი ანუ ისინი მასთან სახლში ცხოვრობენ“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

კითხვებზე, ვინ ახორციელებდა დეკანოზ გიორგი მამალაძეზე ზეწოლას და ვისი მხრიდან მიმდინარეობდა მუქარა, არიან თუ არა ისინი საგამოძიებო ორგანოების წარმომადგენლები, ადვოკატმა აღნიშნა, რომ მას არ სმენია არც მისი დაცვის ქვეშ მყოფისგან და არც თავად შეუნიშნავს, რომ საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები რაიმე სახით ზეწოლას ახორციელებდნენ. რაც შეეხება იმას, ხორციელდება თუ არა ზეწოლა დეკანოზე მაღალი იერარქიის სასულიერო პირების მხრიდან, ადვოკატის თქმით, „ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს“.

წყარო:ინტერპრესნიუსი

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Load More Related Articles
Load More By euronews.ge
Load More In ახალი დამატებული

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *