ზაზა ჭაია – ძალოვანი სტრუქტურის ყოფილი წარმომადგენელი:

_ 9 აპრილის ტრაგედია არ აინტერესებთ! 1989 წლის 9 აპრილს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, რუსებმა მოაწყვეს მშვიდობიან მომიტინგეთა მასობრივი ხოცვა-ჟლეტვა, რომელმაც 21 ქართველი შეეწირა, 100-ბით კი დაიჭრა, დასახიჩრდა ან მოიწამლა. მიტინგის დაშლის გეგმა შეიმუშავა, საბჭოთა კავშირის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ – არმიის გენერალმა კ ო ჩ ე ტ ო ვ მ ა, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალმა – გენერალ-პოლკოვნიკმა რ ო დ ი ო ნ ო ვ მ ა, საქართველოს კპ-ის ცკ-ს მდივნების თანდასწრებით, რომლებიც რუსმა გენერლებმა ,,დაარწმუნეს, რომ ოპერაცია უსისხლოდ ჩაივლიდა”.

 ოპერაციის განხორციელების ნებართვა გასცა, თავდაცვის მინისტრმა – მარშალმა ი ა ზ ო ვ მ ა, ხოლო 7 აპრილს, მოსკოვში გამართულ პოლიტბიუროს სხდომაზე, მიტინგის დაშლის პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, სკკპ-ის გენერალურმა მდივანმა გ ო რ ბ ა ჩ ო ვ მ ა  და  ცკ-ს მდივანმა ლ ი გ ა ჩ ო ვ მ ა. თბილისში გადმოსროლილმა: მოტომსროლელი დივიზიის მე-4 პოლკმა, პერმისა და ვორონეჟის სპეც. დანიშნულების რაზმებმა და შინაგანი ჯარის ნაწილებმა, უიარაღო ხალხის ხოცვა-ჟლეტვისას გამოიყენეს: ტანკები, ჯავშანტრანსპორტიორები, ცეცხლსასროლი იარაღი, მომწამვლელი ქიმიური საშუალებები, სასანგრე ბარები და ნიჩბები, რითაც მხეცურად დახოცეს ან დაასახიჩრეს ასობით ქართველი: მუხუცი, მამაკაცი, ქალი და ბავშვი.

 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ 28 წელი გავიდა და საქართველომ დღემდე ვერ მოახერხა, ოფიციალური გამოძიების წარმოება და ქართველთა ჯალათების, მართლმსაჯულების წინაშე წაარდგენა!

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი